iOS 11 ავტომატურად შეძლებს იმ აპლიკაციების წაშლას მოწყობილობიდან, რომლებსაც დიდი ხნის განმავლობაშ არ გამოიყენებთ. შესაბამისი ფუნქცია არჩევითია და სურვილისამებრ ირთვება პარამეტრებში.
თუ თქვენ მოწყობილობას მეხსიერების დიდი მოცულობა აქვს, შეგიძლიათ არც გამოიყენოთ. მაგრამ თუ ჩართავთ, გარკვეული დროის შემდეგ მოწყობილობიდან წაიება გამოუყენებელი აპლიკაციები, ხოლო მათი მონაცემები ხელუხლებელი იქნება. საჭიროების შემთხვევაში საოპერაციო სისტემა თვითონ გადმოტვირთავს საჭირო აპლიკაციას.
ეს სიახლე ერთ-ერთი იქნება, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება მცირე მეხსიერების მოწყობილობებში მონაცემების ოპტიმიზაცია.
ამ ეტაპზე უცნობი რჩება, რა დროა საჭირო იმისთვის, რომ iOS-მა მოძველებულად ჩათვალოს რომელიმე აპლიკაცია და წაშალოს. ასევე უცნობია, როგორ მოიქცევა სისტემა ვიჯეტების შემთხვევაში.