HomePod ფანტასტიურად ჟღერს და ბადალი არ ყავს

HomePod ფანტასტიურად ჟღერს და ბადალი არ ყავს

ეფლის ჭკვიანი სპიკერი სულ რამდენიმე დღეა, რაც გამოვიდა და ჟურნალისტებმა დაიწყეს მისი ტესტირება.

ხმა უბრალოდ ხმამაღალი კი არ არის — ამის გაკეთება ნებისმიერ სპიკერს შეუძლია — ის გაჯერებულია. მკაფიოდ დამშავებული მაღლები, ღრმა დაბალი სიხშირეები — მაღალი ხარისხის.

კლასიკური ტრეკები ნაკლებად რთული ხმოვანი რიგით თბილად და ბუნებრივად ჟღერდა, ხოლო კენდრიკ ლამარის ერთ-ერთმა ხისტმა ტრეკმა დაადასტურა დაბალი სიხშირეების მაღალი ხარისხი. რასაკვირველია, შეგრძნება, რომ ცოცხალ კონცერტზე ხარ, არ არის, მაგრამ ხარისხი უდავოდ ძალიან კარგია. — Mashable

დემოზონაში ხუთი ტრეკი უკრავდა: «The Greatest“ — Sia, „Sunrise“ — ნორა ჯონსი, „Superstition“ — სტივ უანდერი, „DNA“ — კენდრიკ ლამარი და „Hotel California“ — The Eagles. HomePod უბრალოდ არანაირი შანსი არ დაუტოვა კონკურენტებს.

HomePod უფრო გაჯერებულად ჟღერს, ვიდრე Sonos Play:3 და გაცილებით უკეთესად, ვიდრე Amazon Echo. — CNET

მან უბრალოდ ჩაიხია ორივე. HomePod გაცილებით უფრო სუფთად ჟღერს და უკეთესად, მუსიკალური ჟანრის მიუხედავად — მოწყობილობა თანაბრად კარგად უკრავს როგორც The Eagles-ს, ასევე ლამარსაც. შეგახსენებთ, რომ სპიკერი შეიცავს უზარმაზარ საბუფერს და შვიდ ტვიტერს, რომლებიც უზრუნველყოფენ მდიდარ და გაჯერებულ ჟღერადობას, ოთახის ნებისმიერ წერტილში. — Engadget

უდავოა, რომ ვერანაირი სიტყვები ვერ შეგვაცვლევინებენ აზრს მანამდე, სანამ ჩვენით არ ვნახავთ ახალ მოწყობილობას. რეალურად ძალიან მაგარი რამე გამოვიდა.

HomePod-ის გაყიდვები 2017 წლის დეკემბერში დაიწყება აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში და კანადაში. ფასი — $349.

Leave a Comment