ბენჟამინ გესკინი, დიზაინერი და ერთ-ერთი ცნობილი ეფლოლოგი თავის ტვიტერის გვერდზე გვანახებს ახალ ვიდეოს iPhone 8-თან დაკავშირებით, მან Apple-ის მომავალი ფლაგმანი წარმოგვიდგინა.
ეს არის ამოძრავებული გამოსახულება, სადაც გვაჩვენებს თუ როგორი დიზაინი ექნება ახალ iPhone-ს, როგორც ხედავთ წინიდან მართლაც მთლიანი ეკრანი გვაქვს. iPhone აწყობილია შესაბამისი ჭორებისა და მითქმა მოთქმიდან გამომდინარე. iPhone 8 მიიღებს უსადენო დატენვის ტექნოლოგიას, ასევე უღილაკო თითის ანაბეჭდის სენსორს… ბენჟამინ გესკინმა ეს ყველაფერი ერთად შეკრიბა და ასეთი კონცეპტი წარმოგვიდგინა: