iOS 11-ში Apple-მა სერიოზულად გადაამუშავა აპლიკაციების მხრიდან მომხმარებლებზე თვალთვალის რეჟიმი — უფრო სწორად, ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ აიფონისა და აიპადის მფლობელემა სრულად გააკონტროლონ ეს პროცესი. ასე მაგალითად, ახლა შეგიძლიათ ყველა პროგრამას გაუაქტუროთ რეჟიმი „მხოლოდ გამოყენების დროს“, „While Using“. თუმცა, ამის გარეშეც მომხმარებლები შეძლებენ გაიგონ, რომ რომელიმე აპლიკაცია მათ უთვალთვალებს.
ყოველ ჯერზე, როდესაც რომელიმე აპლიკაცია დაიწყებს ფონურ რეჟიმში მუშაობას, ეკრანის ზედა ნაწილში გამოჩნდება წარწერა ლურჯ ფონზე „აპლიკაცია ესადაეს უთვალთვალებს თქვენს ადგილმდებარეობას“.