GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
No Result
View All Result

Google-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი: საუკეთესო ფოტოები მხოლოდ iPhone-ზე იქმნება

დიმიტრი გოგელია by დიმიტრი გოგელია
02/08/2017
in სიახლეები
Reading Time: 1 min read
A A
7
1.3k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

წლიდან წლამდე ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ ტენიან კონკურენტები საკუთარ ფლაგმანებში ძლიერ კამერებს, აზომებენ ერთმანეთს მეგაპიქსელებს და ფოტოების დამუშავების ტექნოლოგიებს.

ვიკ განდოტრა, Google+-ის მიმართულების ყოფილი ხელმძღვანელი და კორპორაცია Google-ის ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, რომ ერთადერთი სმარტფონი, რომელზეც ის პროფესიულ ფოტო-კამერას გაცვლიდა — აიფონია.

თავის პუბლიკაციაში Facebook-ზე მან iPhone 7-ს უწოდა „DSLR-კამერების ეპოქის დასასრული მომხმარებელთა დიდი ნაწილისათვის“. ვიკი თვლის, რომ Apple-მა ბრწყინვალე სამუშაო ჩაატარა „არაჩვეულებრივი გამოსახულების“ მისაღებად.

https://www.facebook.com/vicgundotra/posts/10154573133695706

თუ ფიქრობთ, რომ მან არ შეადარა iPhone 7 Plus-ის მიერ გადაღებული ფოტოები Samsung Galaxy S8-ზე გადაღებულებს, ცდებით. აი რა განაცხადა ვიკმა:

აქ არის ერთი პრობლემა: Android. ის ღია საოპერაციო სისტემაა (ძირითადად), რომელმაც ერთნაირად უნდა იმუშაოს ყველგან. ჟღერს კარგად მანამდე, სანამ არ დაიწყებ დეტალებში გარკვევას. ოდესმე დაფიქრებულხართ, რატომ აქვს Samsung-ს ამდენი ფილტრი ფოტოს დასამუშავებლად?

ეს იმასთან არის დაკაშირებული, რომ როდესაც Samsung ნერგავს ნოვატორულ გადაწყვეტილებას საბაზო მოწყობილობების გამოყენებით (მაგალითად, ძლიერი კამერის), მას უწევს Google-ის დარწმუნება იმაში, რომ ეს ინოვაცია შესაძლოა გაჩენილიყო სხვა აპლიკაციებშიც, შესაბამისი API-ს გამოყენებით. მაგრამ ამაზე წლები იხარჯება.

ყველაზე დიდი სიახლე მოდის არა აპარატურულ დონეზე, არამედ პროგრამულზე. Google უკვე დიდი ხანია უარი თქვა ამ იდეაზე (ამოიღო ნაოჭების ავტოკორექციის, კბილების გათეთრების და ა.შ. ფუნქციები).

Apple-ს არ გააჩნია ასეთი შეზღუდვები. ისინი ნერგავენ ინოვაციურ გადაწყვეტილებებს საბაზო მოწყობილობაში და უბრალოდ ანახლებენ პროგრამულ უზრუნველყოფას (მაგალითად, დაამატეს პორტრეტული რეჟიმი).

შედეგი: თუ თქვენ მართლა გსურთ ხარისხიანი ფოტოს მიღება, თქვენ გაქვთ iPhone. თუ არ ხართ წინააღმდეგი, ჩამორჩეთ რამდენიმე წლით, იყიდეთ Android.

შესაძლოა, ღირს ამ აზრის მიღება და დათანხმება? თქვენ როგორ ფიქრობთ?

წყარო: CultOfMac

Tags: iPhoneMac
Previous Post

Apple არაამქვეყნიური ბიუჯეტის შევსებას აგრძელებს: 1,2 მილიარდი გაყიდული iPhone. შთამბეჭდავი შედეგი! 15%-ით მეტი iPad-ი გაიყიდა

Next Post

iOS 10 მუშაობს მოწყობილობების 87 პროცენტზე

დიმიტრი გოგელია

დიმიტრი გოგელია

Apple Evangelist, Trekkie, Blogger, Dreamer, Father...

Related Posts

iPod touch-ის ყველა აქსესუარი ორ დღეში გაიყიდა
სიახლეები

iPod touch-ის ყველა აქსესუარი ორ დღეში გაიყიდა

13/05/2022
79
Google-ი ყურსასმენის ჯეკს აუქმებს, რამდენიმე თვის წინ Apple-ს დასცინოდა
სიახლეები

Google-ი ყურსასმენის ჯეკს აუქმებს, რამდენიმე თვის წინ Apple-ს დასცინოდა

12/05/2022
161
Apple-ი Lightning-ს UCB-C-თ — iPhone 15-ში ჩაანაცვლებს
სიახლეები

Apple-ი Lightning-ს UCB-C-თ — iPhone 15-ში ჩაანაცვლებს

11/05/2022
411
ევროკავშირი Apple-ს აიძულებს რომ აპლიკაციების ჩამოტვირთვის შესაძლებლობა App Store-ის გარედან დაუშვას
სიახლეები

ევროკავშირი Apple-ს აიძულებს რომ აპლიკაციების ჩამოტვირთვის შესაძლებლობა App Store-ის გარედან დაუშვას

09/05/2022
460
Apple Watch 8 სხეულის ტემპერატურის გაზომვას შეძლებს
სიახლეები

Apple Watch 8 სხეულის ტემპერატურის გაზომვას შეძლებს

03/05/2022
149
ჯონი აივის პრობლემები Apple-ში და წასვლის მიზეზი
სიახლეები

ჯონი აივის პრობლემები Apple-ში და წასვლის მიზეზი

02/05/2022
39
Next Post
iOS 10 მუშაობს მოწყობილობების 87 პროცენტზე

iOS 10 მუშაობს მოწყობილობების 87 პროცენტზე

Please login to join discussion

© 2021 GeMUG

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი

© 2021 GeMUG