Apple Watch 3-თან დაკავშირდებით არც ისე ბევრი ჭორებია, მაგრამ insiders Bloomberg-ი ბევრ საინტერესო რამეს გვატყობინებს. Apple-ს ექნება გარკვეული დიდი ცვ���ილებები ჭკვიან საათთან დაკავშირებით.
წყაროებზე დაყრდნობით, პირველ რიგში გვინდა გახაროთ, რომ Apple Watch 3-ს ექნება LTE მობილური ინტერნეტის მხარდაჭერა. Apple გეგმავს მაქსიმალურად შეამციროს საათის iPhone-თან კავშირი და მიაჩვიოს ის უფრო ავტონომიურ მუშაობას.
არსებობს ვარაუდი, რომ Apple Watch 3 LTE მხარდაჭერით ამ წელს არ ვიხილოთ. მეორე ამბავი ცვლილებებთან დაკავშირებით დიზაინს შეეხება, რომლის შესახებაც Apple-თან გარკვეული კავშირების მქონე, ცნობილმა სატელევიზიო წამყვანმა, John Gruber-მა ისაუბრა — ეს იქნება პირველი ცვლილება დიზაინში მის მერე რაც პირველი მოდელი ვიხილეთ. ამჟამად ორი მათგანია (Apple Watch 1, Apple Watch 2)
პრეზენტაცია შემოდგომაზე გაიმართება, არის ვარაუდები, რომ Apple iPhone 8-სთან ერთად ჭკვიან საათს — Apple Watch 3-ს შემოგვთავაზებს.