ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ iPhone 8-ს უსადენო დამუხტვის ფუნქცია დაემატება. როგორც წესი თავად iPhone-ის ფოტოსურათი გვაქვს, ამჯერად უკვე სამუშაო ადგილს გადაუღეს.
გეტყვით, რომ ფოტოზე კომპანია Foxconn-ის თანამშრომლების სამუშაო ადგილია 😉
ამ ტესტის ფაზას – EVT – Engineering Validation ტესტი ეწოდება. აქ ტარდება კომპიუტერული ტექნიკური ექსპერტიზა, ინჟინერი ამოწმებს თავსდება თუ არა ყველა ელემნტი თავის ადგილას.
თუ ყურადღებით დააკვირდებით თქვენ შეამჩნევთ მაგიდაზე სმარტფონს, რომელიც ძალიან გავს iPhone-ს.