ხვალ, 27 მარტს, Apple გამართავს საგაზაფხულო ღონისძიებას, რომელიც ძირითადად განათლების შესახებ პროექტებს შეეხება. კომპანიამ სავარაუდოდ აქედან გამომდინარე შეარჩია ასეთი ადგილი, ისინი სცენაზე ჩიკაგოში გამოვლენ და არა რომელიმე საგამოფენო ცენტრში. პრეზენტაციის დაწყებამდე ცოტა დრო დარჩა, მათ უკვე დაიწყეს პლათფორმების მომზადება.
როგორც გამოცემა 9to5Mac იტყობინება, პრეზენტაცია ეზოში გაიმართება, სადაც უკვე მოეწყო სპეციალური სადემონსტრაციო ზონა. ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ გარშემო ძალიან ბევრი დაცვაა და მუშაობა ძალიან სწრაფ ტემპში მიმდინარეობს.
რაც შეეხება სიახლეებს — როგორც სანდო წყაროები იტყობინებიან მოწყობილობების გამოშვება განუსაზღვრელი ვადით გადაიდო. იგულისხმება Macbook Air-ი და iPad Pro Face ID-ით.