Apple-მა გადაწყვიტა iPhone-ების წარმოების გეგმას კარგად გადახედოს. დღეისთვის არსებული ინფორმაციით, LCD ეკრანის მქონე iPhone-ები ორჯერ უფრო იყიდება ვიდრე OLED ეკრანზე მომუშავე სმარტფონი. ინფორმაციას Wall Street Journal-ის ანალიტიკოსები ავრცელებენ.
თავდაპირველად Apple-მა LCD და OLED ეკრანებზე მომუშავე iPhone-ები თანაბრად აწარმოა, ახლა კი კომპანიის ქარხნებმა მიიღეს ახალი ინსტრუქციები, რომლის მიხედვითაც საგრძნობლად გაიზარდა LCD მონიტორიანი iPhone-ების წარმოების მოცულობა.
WSJ ამტკიცებს, რომ მიუხედავად iPhone X-ის საოცარი გაყიდვებისა, Apple მისგან კიდევ უფრო მეტს მოელოდა. ეს ჯერ კიდევ არ არის ის მაჩვენებელი, რომელსაც Apple-ი ელოდა.
ანალიტიკოსი Ming-Chi Kuo მიიჩნევს, რომ 2018 წელს iPhone-ების ფასები ასე გადანაწილდება:
- iPhone X Plus 900-1000 დოლარი
- iPhone X 800-900 დოლარი
- iPhone with LCD 600-700 დოლარი
მისი აზრით დაბალ ბიუჯეტური iPhone ყველაზე პოპულარული გახდება.
სამივე სმარტფონი სექტემბერში გამოვა, iPhone X-ს იგივე დიზაინი ექნება, იაფიან მოდელს კი ორის ნაცვლად ერთი კამერა ექნება. სხვა მეტალის ჩარჩო და იაფიანი ეკრანი.