მათთვის ვინც დივერსიფიკაციას მიმართავს და მხოლოდ ერთ პლათფორმაზე ან ბრენდზე არ რჩება, კარგი ამბავი გვაქვს. რამდენიმე კვირიანი სატესტო რეჟიმის შემდეგ, Android პლატფორმიან ავტომობილებზე Apple Music-ი უკვე ხელმისაწვდომია.
შეიძლება ითქვას, რომ ჩვენმა საყვარელმა კომპანიამ პირველად გამოავლინა ასეთი თავსებადობა — ანდროიდ სისტემაზე მომუშავე მანქანაში, შეგიძლია “მშობლიური” Apple Music-ი გამოიყენო.
როგორც იცით, Apple-ის მუსიკალურ სოციალურ ქსელში შესაძლებელია როგორც რადიოს, ასევე ნებისმიერი არტისტის მოსმენა.
წყარო: engadget