2020 წელს iPhone-ი 120 Hz სიხშირის ეკრანს მიიღებს

2020 წელს iPhone-ი 120 Hz სიხშირის ეკრანს მიიღებს

ახალი ჭორების მიხედვით, 2020 წელს გამოსული iPhone-ები ProMotion ტექნოლოგიას მიიღებენ. ეს პროგნოზი ცნობილმა გვერდმა Ice Universe-მ გააკეთა. მან არაერთხელ გაგვაოცა Apple-ის გეგმების წინასწარ ცოდნით.

OLED-მატრიცების მოწოდების მიზნით, კომპანიამ უკვე მოლაპარაკებები დაიწყო სამხრეთ კორეულ კომპანია Samsung-თან. როგორც ჩანს, მომდევნო წლის სიახლეები საზოგადოებაში ნამდვილად გაოცებას გამოიწვევს.

Ice Universe-ს ცნობით, ახალი iPhone-ის მფლობელებს სიხშირის შეცვლა პარამეტრებიდან შეეძლებათ. თქვენ შეგეძლებათ აირჩიოთ 60Hz — ენერგოეფექტური მოხმარებისათვის, ან 120Hz მაქსიმალური სიხშირე.

გამოიწერეთ ჩვენი ინსტაგრამის გვერდი: https://www.instagram.com/gemug/

Leave a Comment

Related Posts