საიდუმლო არ არის რომ სმარტფონების ბაზარზე სტაგნაცია შეინიშნება. ტენდეციებმა თავისი საქმე გააკეთა, რამდენიმე სმარტფონი რომ დაგიდოთ წინ, ერთი შეხედვით თითოეული მათგანის მოდელს ვერ მიხვდებით. ამიტომ დღეს მწარმოებლები მომხმარებლების მოხიბვლას არა დიზაინით, არამედ ახალი ტექნოლოგიებით ცდილობენ. მიუხედავად იმისა რომ Apple-ის შემოსავლები მსოფლიოს მაშტაბით სმარტფონებიდან 66%-ს შეადგეს, რაც ყველაზე მეტია, მიმდინარე წლის წინა კვარტალში iPhone-ის გაყიდვები შემცირდა და სწორედ ეს ფაქტი განსაზღვრავს 2020 წლის iPhone-ების გაყიდვებს.
Wedbush–ის ანალიტიკოსის აზრით, iPhone 11 –– Apple-ისთვის ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. 2020 წლის სექტემბერში Apple გაგვაცნობს პირველ iPhone-ს 5G მხარდაჭერით, რომელიც გახსნის ფართო შესაძლებლობებს ყველა მიმართულებით. შემდეგ წელს ჩვენ ვიხილავთ მინიმუმ 5 ახალ მოდელს, მაგრამ მთავარი მოვლენა 5G მოდელი იქნება.
ამჟამად iPhone-ს დაახლოებით 900 მილიონი ადამიანი ფლობს, ექსპერტების აზრით მათი მესამედი მომავალ წელს iPhone 5G-ზე გადავა. ანუ მაღალი მოთხოვნა არა ახალი მომხმარებლების, არამედ ამჟამინდელი iPhone-ის მფლობელების ხარჯზე დაფიქსირდება.