GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
No Result
View All Result

რა საერთო აქვს Apple-ს Microsoft-თან?

გოგა ნადირაშვილი by გოგა ნადირაშვილი
24/02/2020
in სიახლეები
Reading Time: 1 min read
A A
0
163
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

17 თებერვალს ჩვენმა საყვარელმა კომპანიამ პრეს-რელიზი გამოაქვეყნა, სადაც ინვესტორებს (აქციონერებს) აფრთხილებს რომ მიმდინარე კვარტლის ფინანსური შედეგები იმაზე უარესი იქნება, ვიდრე იანვრის ბოლოს ელოდნენ. აქამდე პროგნოზი ფრთხილი და კონსერვატიული იყო, თუმცა როგორც ჩანს Apple-ში გაიაზრეს რომ კორონა ვირუსმა იმაზე მეტი ზიანი მოიტანა ვიდრე ამას ელოდნენ. გაფრთხილებაში არ წერია მოსალოდნელ ციფრზე, თუმცა წერია მიზეზები.

გაჩნდა დიდი შანსი რომ 2002 წლის შემდეგ, Apple-ს უარყოფითი შედეგი ჰქონდეს კვარტალში. უფრო ზუსტად კი, 18 წლის შემდეგ პირველად ექნება წამგებიანი კვარტალი.

უნდა აღვნიშნოთ ისიც რომ ოპტიმისტურ განწყობაზე არიან ექსპერტები. იქამდე სანამ Apple-ი ამ განცხადებას გამოაქვეყნებდა, უოლ სტრიტის წამყვანი ექსპერტების შეთანხმებული მოსაზრების თანახმად, Apple-ის მიმდინარე კვარტალი 65.26 მილიარდ დოლარად უნდა შეფასებულიყო. ეს იმ შემოსავლის დიაპაზონია, რომელიც Apple-მა ივარაუდა (63-დან 67-მდე). ვითარების შესწავლისა და ანალიზის შემდეგ კი უოლ სტრიტმა 57-დან 60 მილიარდამდე ივარაუდო. ამ ექსპერტების შეფასებით Apple-ს არც ისე დიდი პრობლემები აქვს, მაგრამ კუპერტინოელები სხვაგვარად მიიჩნევენ.

რას აკეთებს Apple-ი?

გიგანტური ფულის მანქანები (Apple, Foxconn, Pegatron, Wistron და სხვები) უზრუნველყოფენ უამრავ მაღალანაზღაურებად დასაქმებულ ადამიანებს, მათ შორის ჩინეთში. ჩინეთში მედიცინის დონე იმდენად მაღალ საფეხურზეა, რომ კერძო სამედიცინო დაწესებულებაში 14 მილიონ ადამიანს შეუძლია მკურნალობა. ეს სტანდარტული პროცედურაა, თუმცა ვითარება მაინც მძიმეა. დაღუპულთა რაოდენობა თითქმის 2000-ს აღწევს.


იმის გამო რომ საცალო მაღაზიები ჩინეთში დაიხურა, Apple ყოველ დღე ნახევარ მილიარდ დოლარს კარგავს. PRC-ის ადმინისტრაციამ Apple-ს პეკინში 5 Apple Store-ის გახსნის უფლება მისცა, რა თქმა უნდა შესასვლელთან საფუძვლიანი შემოწმების თანხლებით.

ეს სიტუაციას ვერ დაეხმარა, ვიზიტორები ძალიან ცოტა არიან, პროდუქცია თითქმის საერთოდ არ იყიდება. მათ ეშინიათ გაჯეტების, ეშინიათ თანხების არასწორად დახარჯვის, ეშინიათ ინფიცირების, ეშინიათ სამსახურის დაკარგვის და ცდილობენ თანხები შეინახონ. გაყიდვები ჩინეთში 40-50%-ით დაეცა. მაშინ როცა 2018 წელს Apple-ის გაყიდვები ჩინეთში 30%-ით დაეცა, კომპანიას სერიოზული პრობლემები შეექმნა.

ხალხი და კომპანიები ცდილობენ გადარჩნენ. მათი თქმით ვაქცინა COVID-19 თითქმის მზად არის და ტესტირება მიმდინარეობს. უკვე განიკურნა 13.5 ათასი ინფიცირებული, მაგრამ ეს კოშმარი უახლოეს კვირებში არ დასრულდება.

ტიმი კიდევ ერთხელ ეცდება სიტუაციიდან გამოძრომას

ტრილიონერთა კლუბი

მსოფლიოში სულ 5 კომპანია ვისაც კაპიტალიზაცია 5 ტრილიონზე მეტი აქვს. როგორც იცით, პირველ ადგილს საუდის არაბეთის Aramco იკავებს, რომლის კაპიტალიზაცია 1.7-1.8 ტრილიონ დოლარში მერყეობს. მეორე ადგილს ერთდროულად ორი კომპანია Apple და Microsoft იკავებენ — 1.4 ტრილიონი დოლარი, მესამე ადგილზე ამაზონია 1.07 ტრილიონით, მეოთხეზე კი Google 1.04 ტრილიონით. IT კომპანიებს და ნედლეულს თუ შევადარებთ, Aramco 1.7-1.8 ტრილიონი — Apple, Microsoft, Amazon და Google ერთად 4.91 ტრილიონი დოლარი.

Tags: Apple
Previous Post

ის დღეს 65 წლის გახდებოდა

Next Post

Apple-მა უსასრულო ეკრანი დააპატენტა

გოგა ნადირაშვილი

გოგა ნადირაშვილი

GeMUG Board Member

Related Posts

iPod touch-ის ყველა აქსესუარი ორ დღეში გაიყიდა
სიახლეები

iPod touch-ის ყველა აქსესუარი ორ დღეში გაიყიდა

13/05/2022
79
Google-ი ყურსასმენის ჯეკს აუქმებს, რამდენიმე თვის წინ Apple-ს დასცინოდა
სიახლეები

Google-ი ყურსასმენის ჯეკს აუქმებს, რამდენიმე თვის წინ Apple-ს დასცინოდა

12/05/2022
161
Apple-ი Lightning-ს UCB-C-თ — iPhone 15-ში ჩაანაცვლებს
სიახლეები

Apple-ი Lightning-ს UCB-C-თ — iPhone 15-ში ჩაანაცვლებს

11/05/2022
411
ევროკავშირი Apple-ს აიძულებს რომ აპლიკაციების ჩამოტვირთვის შესაძლებლობა App Store-ის გარედან დაუშვას
სიახლეები

ევროკავშირი Apple-ს აიძულებს რომ აპლიკაციების ჩამოტვირთვის შესაძლებლობა App Store-ის გარედან დაუშვას

09/05/2022
460
Apple Watch 8 სხეულის ტემპერატურის გაზომვას შეძლებს
სიახლეები

Apple Watch 8 სხეულის ტემპერატურის გაზომვას შეძლებს

03/05/2022
149
ჯონი აივის პრობლემები Apple-ში და წასვლის მიზეზი
სიახლეები

ჯონი აივის პრობლემები Apple-ში და წასვლის მიზეზი

02/05/2022
39
Next Post
Apple-მა უსასრულო ეკრანი დააპატენტა

Apple-მა უსასრულო ეკრანი დააპატენტა

Please login to join discussion

© 2021 GeMUG

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი

© 2021 GeMUG