კომპანია Grayshift-მა iPhone-ის სისტემური პაროლის მოპარვისათვის, Hide Ui პროგრამა შექმნა — იუწყება NBC News.
პაროლის მოსაპარად სამართალდამცავებმა ეჭვმიტანილის iPhone-ზე Hide Ui უნდა დააყენონ. პროგრამა შეუფერხებლად ინტეგრირდება მოწყობილობაში და სისტემაში არ გამოჩნდება.
მაგალითად: როდესაც ეჭვმიტანილი სმარტფონს აიღებს და ადვოკატთან დასაკავშირებლად მას განბლოკავს, Hide UI ამ დროს პაროლს „მოიპარავს,“ დაიმახსოვრებს. მონაცემები შეინახება ცალკეულ ფაილში, რომელიც სმარტფონში ინახება.
როდესაც iPhone GrayKey-ს დაუკავშირდება, პირველ რიგში სკანირებას გაუკეთებს მეხსიერებას, პაროლის ფაილის არსებობისთვის.
როგორც კი სამართალდამცავი ორგანოები მიიღებენ მის iPhone-ს, პაროლის საშუალებით შეძლებენ მოწყობილობის გახსნას და მტკიცებულებების პოვნას.
Hide UI-ს გამოყენებისათვის საჭიროა შესაბამისი ორდერი. ამის ფონზე, სასამართლო ექსპერტიზას შიში აქვს, რომ სამართალდამცავებმა iOS-ის შეზღუდვების გამო შესაძლოა ეს წესი დაარღვიონ.
Grayshift დაარსდა Braden Thomas-ის მიერ, რომელიც Apple-ში უსაფრთხოების ინჟინერის თანამდებობაზე 6 წლის მანძილზე მუშაობდა. ყოფილი კოლეგები მასზე ძირითადად ნეგატიურად საუბრობენ. [NBC News]