Apple-მა Fortnite მას შემდეგ ამოიღო App Store-დან რაც Epic Games-მა საკუთარი გადახდის სისტემა დაამატა.
დეველოპერებმა დაარღვიეს App Store-ის წესები, რომელიც კრძალავს ნებისმიერი გადახდის მექანიზმის გამოყენებას, Apple-ის გადახდის სისტემის გარდა.
Epic Games-მა Fortnite დისტანციურად განაახლა, რის შემდეგაც აპლიკაციაში შესყიდვებისათვის შესაძლებელი იყო საბანკო ბარათისა და PayPal-ის გამოყენება.
კომპანიას მოუწევს ისევ შეცვალოს ეს კომპონენტები, რათა Apple-მა App Store-ში დააბრუნოს.
Apple-მა განაცხადა რომ მზად არის ითანამშრომლოს Epic Games-თან დარღვევების ამოსაფხვრელად. Apple-ი არ აპირებს მათთვის რაიმე განსაკუთრებული პირობების შექმნას.