Apple-მა ახალი კომპიუტერული ეპოქა შემოგვთავაზა, თუმცა, ასეთსაც არ ველოდით. მრავალი წლის შემდეგ პირველად, კომპიუტერულ ინდუსტრიაში დიდი ცვლილებები მოხდა. კონკურენტებს არ აქვთ პასუხი Apple-ის აღმაშფოთებელ დემარშზე. ლეპტოპები და სამუშაო მაგიდები intel-ზე და AMD პროცესორებზე როგორც ჩანს განწირულია. თუმცა, ეს ჩვენი პრობლემები არ არის, ჩვენი დღევანდელი ინტერესი არის შემდეგი: შევიძინოთ ახალი Mac-ები რომლებსაც სულ მალე შემოალაგებენ Apple Store-ების დახლებზე, თუ დაველოდოთ მომავალ წელს?
ერთი მხრივ მაცდურია, თან უჩვეულო, იქამდე სანამ M1-იანი Mac-ი არ გახდება ყველას ყოველდღიური მოწყობილობა. თუმცა, ახლა Mac-ის შეძენის სიხარულს, ცოტათი დაჩრდილავს ის ფაქტი რომ თუ გვერდიგვერდ დავდებთ ბოლოს განახლებულ Mac-ებსა და ახალს, ვიზუალურ განსხვავებას ვერ შევამჩნევთ.
ყველას გვესმის რომ Apple-ში დიზაინის ცვლილებას ძალიან პასუხისმგებლობით და სერიოზულად უდგებიან, იშვიათად, მაგრამ ფუნდამენტურად ცვლიან მას. თუმცა, ეს არ არის ყველასთვის პრობლემა, ხოლო ვისთვისაც არის, ასეთ იდეას შემოგთავაზებთ: Mac-ის ზედა ნაწილზე განათავსეთ სტიკერი ტექსტით Intel Outside.
არსებობს კიდევ ერთი რისკი: ყველაზე საფუძვლიან და კომპეტენტურ ტესტსაც კი არ შეუძლია ერთჯერზე ყველა შეცდომა გამოავლინოს. M1 Mac-ის სისტემაში იქნება შეცდომები, რაც გარდაუვალია ამხელა არქიტექტორული ცვლილებების შემდეგ. მათი აღმოფხვრა კი შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. ახლა ისღა დაგრჩენიათ გადაწყვიტოთ, მიიღოთ ეს გამოწვევა თუ არა. არჩევანი თქვენზეა.