გუშინ საღამოს მოვიდა iOS 14.4, ამ განახლებით Apple-მა გამოასწორა შეცდომები, გააუმჯობესა მუშაობა და დაამატა სასარგებლო ფუნქციები.
Bluetooth აუდიო მოწყობილობის ტიპი
მოგეხსენებათ iPhone-ი ზრუნავს ჩვენს სმენაზე და ყოველთვის გვაფრთხილებს დადგენილ ნორმებს თუ ვაჭარბებთ. ამ ფუნქციაში ახლა დაემატა მოწყობილობის ტიპის არჩევა, რათა უკეთ განსაზღვროს მისი ნორმები.
გაუმჯობესებული კავშირი iPhone-სა და HomePod mini-ს შორის
U1 ჩიპის წყალობით iPhone 11-სა და iPhone 12-ს ახლა უფრო სწრაფად და ზუსტად შეუძლია HomePod mini-სთან დაკავშირება.
არაორიგინალი კამერის იდენტიფიკაცია
iOS 14.4-ს შეუძლია iPhone 12, 12 mini, 12 Pro და 12 Pro Max-ის მფლობელებს უთხრას თუ მის სმარტფონზე არაორიგინალი კამერა აყენია.
შეტყობინება თვალთვალის შესახებ
ეს ბევრისათვის ნანატრი ფუნქციაა, მას ჯერ კიდევ iOS 14-ის პირველ ვერსიაში ველოდით.
ახლა უკვე როდესაც პირველად ჩართავთ აპლიკაციას, ნახავთ გაფრთხილებას რომ დეველოპერი შესაძლოა აგროვებდეს პერსონალურ მონაცემებს. ამის შემდეგ მომხმარებელს შეუძლია დაეთანხმოს, ან სთხოვოს დეველოპერს რომ არ აკონტროლოს მისი საქმიანობა.
სხვა ცვლილებები და შეცდომები:
— ახლა კამერას შეუძლია აღიქვას პატარა QR კოდები;
— iPhone 12-ებზე HDR ფოტოებს ჰქონდათ ვიზუალური ხარვეზები;
— Fitness ვიჯეტი ზოგიერთ შემთხვევაში აჩვენებდა მოძველებულ მონაცემებს;
— კლავიატურაზე აკრეფისას შემოთავაზებული სიტყვები აგვიანებდა გამოჩენას;
— შეტყობინებები შესაძლოა შემოსული სხვა ენაზე და არა იმაზე რომელიც არჩეული გქონდათ;
როგორ უნდა დააყენო iOS 14.4
Settings >> General >> Software Update განახლების ზომა დაახლოებით 390 მეგაბაიტია.