MyDrivers-მა მიწოდების ჯაჭვის წყაროებზე დაყრდნობით iPhone SE-სთან დაკავშირებით ახალი დეტალები გააზიარა.
მათი თქმით, ახალი iPhone SE ჩინეთის ბაზარზე 3299 იუანი ეღირება, რაც ახლანდელი iPhone SE-ს ფასია. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ ახალი SE იგივე — 399 დოლარი ეღირება.
ახალი დაბალბიუჯეტური iPhone A15 Bionic პროცესორსა და 5G ანტენას მიიღებს.
Apple-ი ახალი პროდუქტების პრეზენტაციას 8 მარტს გამართავს. [ MyDrivers ]