Apple-ის დაფუძნება ნამდვილი ლატარეა აღმოჩნდა. ვისთვის? რათქმაუნდა, მისი სამი დამფუძნებლისათვის: ჯობსისთვის, ვოზნიაკისათვის და მარკულასათვის. იმისათვის, რომ ოცნება რეალობად ქცეულიყო, მათ დასჭირდათ გარკვეული მსხვერპლის გაღება: ჯობსმა გაყიდა თავისი მინიბუსი, ვოზნიაკმა — თავისი საინჟინრო კალკულატორი HP (საკმაოდ ძვირადღირებული მოწყობილობა იმ დროს), ხოლო მარკულამ ნაღდი ფული ჩადო: 92 ათასი დოლარი.
ლატარეამ გაამართლა. მათ მოიგეს და ჯეკ-პოტსაც გამოკრეს ხელი. ხოლო გარკვეული დროის შემდეგ საჭირო გახდა ახალ საფეხურზე გადასვლა: Apple-ის სააქციო საზოგადოებად გადაქცევა.
Apple-ის პირველი აქციები ვაჭრტობაზე 1980 წლის 12 დეკემბერს გამოჩნდა. პირველივე დღეს აქციის ფასმა მოიმატა 22-დან 29 დოლარამდე. გასაკვირი არ არის, რომ კუპერტინოს მრავალი თანამშრომელი ერთ დღეში მილიონერი გახდა.

![[ეს დღე ისტორიაში] 2011 წლის 31 დეკემბერი](https://gemug.ge/wp-content/uploads/2013/12/es-dghe-istoriashi-2011-tslis-31-dekemberi-350x250.jpg)
![[ეს დღე ისტორიაში] 1972 წლის 30 დეკემბერი](https://gemug.ge/wp-content/uploads/2013/12/es-dghe-istoriashi-1972-tslis-30-dekemberi-350x250.jpg)
![[ეს დღე ისტორიაში] 1997 წლის 29 დეკემბერი](https://gemug.ge/wp-content/uploads/2013/12/es-dghe-istoriashi-1997-tslis-29-dekemberi-350x250.jpg)
![[ეს დღე ისტორიაში] 1989 წლის 28 დეკემბერი](https://gemug.ge/wp-content/uploads/2013/12/es-dghe-istoriashi-1989-tslis-28-dekemberi-350x250.jpg)
![[ეს დღე ისტორიაში] 1990 წლის 27 დეკემბერი](https://gemug.ge/wp-content/uploads/2013/12/es-dghe-istoriashi-1990-tslis-27-dekemberi-350x250.jpg)
![[ეს დღე ისტორიაში] 1981 წლის 26 დეკემბერი](https://gemug.ge/wp-content/uploads/2013/12/es-dghe-istoriashi-1981-tslis-26-dekemberi-350x250.jpg)