GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
No Result
View All Result

რატომ კვდება პერსონალური კომპიუტერი და რა შუაშია აქ მაუსი

დიმიტრი გოგელია by დიმიტრი გოგელია
19/05/2016
in მიმოხილვა
Reading Time: 3 mins read
A A
0
1.5k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

სახლის კომპიუტერმა დიდი ხანია საკადრისი ადგილი დაიკავა ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. არც მობილურ ტელეფონს, არც ჭკვიან საათს, პლანშეტსა, თუ სათამაშო კონსოლს არ შეუძლია შეცვალოს სამაგიდე კომპიუტერი ნამდვილი საოპერაციო სისტემით. მიუხედავასდ პლანშეტების გაყიდვების ზრდისა, ყოველწლიურად მსოფლიოში 300 მილიონი კომპიუტერი იყიდება.

20 წლის წინ კომპიუტერი გამოიყენებოდა იქ, სადაც საჭირო იყო გამოთვლითი სიმძლვრეები და სადაც ტარდებოდა რთული ოპერაციები: ლაბორატორიებში, წარმოებაში და ბუღალტერიაში. დღეს კომპიუტერთან პრაქტიკულად ყველა მუშაობს, ხოლო იმისთვის რომ გავიხსენოთ სახლში გართობის ისეთი ხერხი, სადაც კომპიუტერი საჭირო არ არის, ერთი წუთი მაინც დაგვჭირდება მოსაფიქრებლად.

კომპიუტერის გამოყენების არასამრეწველო სცენარების რაოდენობა სწრაფად იზრდება. ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება, სერიალებისა და კინოს ყურება, ბლოგის მართვა, სოციალური ქსელები, თამაშები და ა.შ. და ჩვენ ვაგრძელებთ ამ ყველაფრის კეთებას სახლის კომპიუტერის გამოყენებით. მართალია, ბოლო 5 წლის განამვლობაში პლანშეტების გაყიდვებმა 19-ჯერ მოიმატეს, მაგრამ კომპიუტერების გაყიდვები მხოლოდ 9%-ით დაეცა.

ამასთან განსაკუთრებით უცნაურია, რომ სამაგიდე კომპიუტერების ინტერფეისებში უკვე დიდი ხანია არანაირი ცვლილება არ შეინიშნება.

GUI-ს კრიზისი

1983 წელს გამოშვებულ და გაყიდვებში ჩაფლავებულ Apple Lisa-ს გრაფიკული ინტერფეისის სამომხმარებლო ინტერფეისი განიხილებოდა, როგორც მარტივი და ხელმისაწვდომი ხელსაწყო კომპიუტერთან ურთიერთქმედებისათვის. რა შეიცვალა ბოლო 30 წლის განმავლობაში?

სწორი პასუხი — არაფერი. მთელი ეს წლები სამაგიდე კომპიუტერების საოპერაციო სისტემების სამომხმარებლო ინტერფეისი საერთოდ არ ვითარდებოდა. სამუშაო დაფა, მასზე განთავსებული საქაღალდეები. დააწკაპუნე ფაილზე — ის გაიხსნება. სულ ესაა.

სამაგიდე კომპიუტერიდან პორტატულ კომპიუტერამდე

30 წლის განმავლობაში სახლის კომპიუტერმა ევოლუცია განიცადა პორტატულ კომპიუტერამდე — ცალკე პლათფორმამდე, გამოყენების განსხვავებული კონტექსტით. ადამიანები პორტატულ კომპიუტერს არა მარტო მაგიდასტან ჯდომისას იყენებენ, არამედ შეუძლიათ ტახტზე მოკალათდნენ და მუხლებზე დაიდონ მოყობილობა.

პორტატული კომპიუტერის ფორმ-ფაქტორი სრულიად შეესაბამება კონტექსტს: ის მსუბუქია და კომპაქტური. პრონლემა იმაშია, რომ მსუბუქი, ყოველდღიური კომპიუტერი კვალავ აღჭურვილია მძიმე და მოუხერხებელი სამაგიდე საოპერაციო სისტემით და რაიმეს გაკეთება მაუსის გარეშე საძნელო საქმეა.

მართალია პორტატულ კომპიუტერს აქვს თაჩპედი, მაგრამ მან უბრალოდ დროებით დააკონერვა პრობლემა: კურსორი მაინც დარჩა. ჩვენ ჯერ კიდევ ურთიერთქმედება კომპიუტერთან კი არ გვაქვს, არამედ პაწია ისარტან ეკრანზე, რომელიც გვეხმარება კომპიუტერთან ურთიერთობაში. ისევე როგორც ადრე, საჭიროა ხელის მოძრაობა, რათა გადავაადგილოთ პატარა ისარი და დავაწკაპუნოთ ერთ-ერთ პიქსელზე, რაიმე ქმედების შესასრულებლად.

პორტატულ კომპიუტერს მწვავედ სჭირდება პრინციპიალურად ახალი საინტერფეისო პარადიგმა. მსხილკალიბრიანი სამაგიდე GUI საქაღალდეებით, ფანჯრებითა და მაუსზე დამოკიდებულებით ზედმეტია ყოვედლღიური საქმეებისათვის.

ახალი იმედი

მსოფლიოში მხოლოდ ორი კომპანიაა, რომლებსაც სერიოზულად შეუძლიათ ზემოქმედება იმაზე, თუ როგორ გამოიყურება და მუშაობს კომპიუტერული ინტერფეისი. და ბოლო დრომდე მხოლოდ ერთი მათგანი ცდილობდა გადაესხვერაბინა სამგიდე საოპერაციო სისტემა. მეორე კომპანია წლიდან წლამდე ერთი და იგივეს იმეორებდა: — შეხედეთ, ჩვენ დამავატეთ თქვენს საოპერაციო სისტემაში კიდევ უფრო მეტი ვიზუალური ეფექტი მობილური სისტემიდან!

მაგრამ 2015 წლის ივნისში გარკვეული რამ შეიცვალა. Apple-ის ღონისძიებაზე სამი მნიშვნელოვანი რამ მოხდა.

1. თაჩპადის ემულატორი

აპედზე გაჩნდა OS X-იდან ცნობილი ტექსტის მონიშვნისა და ასევე ტექსტური კურსოსრის მართვის ხერხი.

2. ჟესტები OS X-ში

OS X-ში პირველად გამოჩნდა ჟესტები ინტერფეისის ელემენტების სამართავად. აქამდე ჟესტები ტრეკპადზე გამოიყენებოდა მხოლოდ მეტა-ობიექტების სამართავად იყო: სამუშაო მაგიდები და მათი რეჟიმები, შეტყობინებათა ცენტრი, ლაუნჩპადი.

3. Split-view აიპედში და OS X-ში

პლანშეტური რევოლუციის დასაწყისშივე აიპედებზე არა მარტო თამაშობენ, სხედან სოციალურ ქსელებში, ან ინტერნეტში დაძვრებიან, არამედ ცდილობენ სერიოზული სამუშაოც აწარმოონ. ასე იყო სულ თავიდან. 5 წლის განმავლობაში ეფლმა არ გააკეთა არანაირი ღირებული ნაბიჯი სერიოზული სამუშაოს შესამუბუქებლად. ასე რომ multitasking-ის შემოღება ნიშნავს პოზიციის პრიციპიალურ ცვლილებას. ეს არის სიგნალი ეფლისგან: „ჩვენ გვესმის თქვენი და თქვენ ყველაფერი სწორად გაიგეთ. მალე ყველაფერი შეიცვლება“.

ამავდროულად Split-view შემოიღეს ასევე OS X-ში, ხოლო 6 თვის შემდეგ ჩვენ გვიჩვენეს iPad Pro, 13 დუიმიანი ეკრანით.

ყველა ეჭვი ამიერიდან უნდა გაქარწყლდეს. ეფლმა უკვე დაიწყო სამაგიდე და მობილური საოპერაციო სისტემების ერთმანეთთან დაახლოება. ეს უნდა დასრულდეს OS X-ისგან საგრძნობლად განხვავებული OS Home-ის შექმნით Macbook-ისათვის და iPad Pro-სათვის, სადაც საჭირო არ იქნება კურსორი.

OS X დარჩება სამუშაო სადგურებისათვის — დიდი და რთული კომპიუტერებსათვის, რათა მშვიდად იმუშაოთ ფოტოშოპში, დააკონფიგურიროთ სერვერი, ან შექმნათ კომპიუტერული პროგრამა.

Tags: iPadMac
Previous Post

რატომ არის Apple ინფორმაციულად ყველაზე დაცული კომპანია მსოფლიოში

Next Post

Apple ინდოეთში ძლიერდება

დიმიტრი გოგელია

დიმიტრი გოგელია

Apple Evangelist, Trekkie, Blogger, Dreamer, Father...

Related Posts

macOS Catalina: ბრწყინვალე ვერსია, თუ არა?
მიმოხილვა

macOS Catalina: ბრწყინვალე ვერსია, თუ არა?

21/10/2019
245
iPhone 11-ის მიმოხილვა
მიმოხილვა

iPhone 11 Pro-ს მიმოხილვა

04/10/2019
3.4k
iPhone 11-ის მიმოხილვა
მიმოხილვა

iPhone 11-ის მიმოხილვა

04/10/2019
4.5k
რატომ არის ახალი iPad განწირული წარმატებისათვის
მიმოხილვა

რატომ არის ახალი iPad განწირული წარმატებისათვის

20/09/2019
983
მიმოხილვა

iPad Air 3-ის მიმოხილვა

18/06/2019
588
მიმოხილვა

iPad mini-ს მიმოხილვა

10/06/2019
789
Next Post
Apple ინდოეთში ძლიერდება

Apple ინდოეთში ძლიერდება

Please login to join discussion
  • KAR.GE

© 2021 GeMUG

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი

© 2021 GeMUG