GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
No Result
View All Result

უოლტ მოსბერგი — პლანშეტი ახალი კომპიუტერია

დიმიტრი გოგელია by დიმიტრი გოგელია
24/03/2017
in მიმოხილვა
Reading Time: 1 min read
A A
0
1.1k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

თავის ყოველკვირეულ სვეტში უოლტ მოსბერგი, ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტი წერს პლანშეტების როლის ხელახლა გააზრების შესახებ. გთავაზობთ მისი სტატიის თარგმანს.

თუ თქვენ სარგებლობდით კომპიუტერით 1990-2207 წლებში, დიდი ალბათობით ეს სამაგიდე კომპიუტერი იყო, ან ნოუთბუკი, Windows ან Mac OS X-ით. მაგრამ ბოლო ათი წლის განმავლობაში სიტუაცია შეიცვალა. სავარაუდოთ, თქვენთვის ამოცნების შესრულება უფრო ადვილია სენსორულ ეკრანზე. უდავოდ, ეს იქნება სმარტფონი, ან პლანშეტი Android-ით, ან iOS-ით. ეს მოწყობილობები დღეს ყველაზე ხშირად გამოიყენება ინტერნეტში შესასვლელად. ისინი ახალი კომპიუტერებია.

რასაკვირველია, ათი წელი ცოტაა რათა ახალმა ტექნოლოგიამ შეძლოს ჩვენი სამომხმარებლო გამოცდილების შეცვლა. ახალგაზრდები, რომელტათვისაც სმარტფონი ინტერნეტში შესასვლეად ძირითადი მოწყობილობაა, მაინც იყენებენ ნოუთბუკს. არ უნდა დაგვავიწყდეს ამ ორ კომპიუტერს შორის სხვაობის შესახებ. სმარტფონები უკიდურესად პოპულარულია, მაგრამ პლანშეტები ხშირად არ განიხლება მოწყობილობად, რომელმაც შეიძლება გაზარდოს წარმადობა. მათი გაყიდვები წლიდან წლამდე ეცემა.

არსებობს რამდენიმე ფაქტი, რომლებიც ასევე მოქმედებს ცვლილებებზე. ადამიანები, რომლებიც მუშაობენ მსხვილ IT-კომპანიებში, იძლებული არიან გამოიყენონ ნოუთბუკები ყოველდღიური საქმეების შესასრულებლად, მიუხედავად იმისა, რომ პლანშეტებს იგივეს გაკეთება შეუძლიათ. ისინი კვლავ ირჩევენ ტრადიციულ კომპიუტერებს მუშაობისათვის, ვინაიდან მათ მეტი პარამეტრი აქვთ, ვიდრე iPad-ს. მომხმარებლები, რომლებიც პლანშეტებს იყენებენ სამუშაო ამოცანების შესასრულებლად, აღიარებენ, რომ ამ მოწყობილობების კლავიატურა ტრადიციული ნოუთბუკის კლავიატურას ჩამორჩება მოხერხებულებაში. მაგრამ მე ვთვლი, რომ სამომხმრებლო გამოცდილების მასიური ცვლილება შესაძებელია.

პლანშეტების აღორძინება

ზოგიერთი ნოუთბუკი იწარმოება ARM-პროცესორებით, ამ ტიპის პორცესორი გამოყენება სმარტფონებში და პლანშეტებში, iOS-ით და Android-ით. Google-მა სავაჭრო ნიშანიც კი დაარეგისტრირა იმ პროცესორისათვის, რომელიც გამოიყენება Chromebook Plus-ში. Microsoft-მა გამოაცხადა, რომ ARM ნოუთბუკების მომხმარებლები შეძლებენ Windows-ის კლასიკური აპლიკაციების გაშვებას. თუმცა Apple სდუმს, მე ვთვლი, რომ არსებობს დიდი ალბათობა იმისა, რომ კომპანია შემოგვთავაზებს Macbook-ს ARM პროცესორით. ამის ალბათობა დამყარებულია კომპანიის მიერ გამოშვებული მძლავრი პროცესორების არსებობაზე.

Samsung-მა უკვე წარმოადგინა Galaxy Tab S3, რომელიც iPad Pro-ს კონკურენტად მოიაზრება. ორივე პლანშეტი გათვლილია მაქსიმალურ წარმადობაზე. ორივეს შემთხვევაში შესაძლებელია სტილუსისა და გარე კლავიატურის გამოყენება.

ბრიყვი პროგრამული უზრუნველყოფა


მაგრამ შესაბამისი მხარდაჭერის გარეშე დეველოპერების მხრიდან, ARM-ზე გადასვლას აზრი არ ექნება. Apple-ს მოუწევს ნოუთბუკის შექმნა ARM-ზე, რათა ინდუსტრია დაიძრას მკვდარი წერტილიდან.

Google და Samsung ცდილობდნენ შეექმნათ ერთობლივი ნოუთბუკი Chrome OS-ზე. ეს პირველი ნოუთბუკი იყო, რომელიც ნულიდან შექმნა ღრუბლოვანი Chrome OS-ისათვის. უკვე ყველა ნოუთბუკი, რომელიც ამ ოს-ით მუშაობს, ახერხებს Android აპლიკაციების გაშვება, თუმცა დიდი ზომის ეკრანზე მუშაობისათვის ისინი ჯერ კიდევ არ არიან გათვლილი. საჭიროა გარკვეული დრო ამ აპლიკაციების ოპტიმიზაციისათვის.

Microsoft პირიქით, უკვე დიდი ხანია მუშაობს ამ მიმართულებით და მას უკვე აქვს ARM პროცესორიანი ნოუთბუკი. სამწუხაროდ, იმის გამო, რომ მას არ გააჩნია მომხმარებელთა კრიტიკული მასა, ეს პროდუქტი არაპოპულარულია. მწარმოებლები არჩევანს აკეთებენ კლასკური ნოუთბუკებზე.

Apple შეინარჩუნებს iPad-ს

Apple-ს აქვს 1.3 მილიონი აპლიკაცია, რომელიც ოპტიმიზირებულია iPad-ისათვის. სავარაუდოთ მცირე ზომის ნოუთბუკი შელძებდა მათ ამუშავებას. ეს უპირატესობაც არ არის, ეს მიზეზია, რომლის გამოც ადამიანები იყიდიდნენ ამ მოწყობილობას, კლასიკური ნოუთბუკის სანაცვლოდ. მე არ ვსაუბრობ ნოუთბუკებზე, რომლებშიც იქნებოდა iOS, მე არ ბსაუბრობ Macbook-ზე, macOS-ით ARM-ზე. მე ვსაუბრობ ნოუთბუკზე, რომელიც შეძლებს მუშაობას iPad-ისათვის ოპტიმიზირებულ აპლიკაციებთან. ეს ნაბიჯი დააჩქარებდა ტრადიციული პერსონალური კომპიუტერების განდევნას ბაზრიდან. ამის გარდა, ეს მოწყობილობა გააცოცხლებდა iPad-ს, უკვე ახალ ფორმ-ფაქტორში.

უცნობია, თუ ეკრანის მოხსნა შესაძლებელი იქნება, ეს იქნება ჩვეულებრივი iPad? საჭიროა ტრეკპადი? რა სახელი ერქმევა, Mac, iPad? ამის შესახებ მე ვკითხე Apple-ის წარმოამდგენლებს. მე მიპასუხეს, რომ კომპანია არ აპირებს უარი თქვას არსებულ მოდელებზე და არ აპირებენ რაიმე კომენტარის გაკეთებას მომავალი მოწყობილობების შესახებ.

შედეგები

გარკვეული კომპიუტერები უკვე ჰანციდიან ცვლილებებს. ჩნდება ახალი სახეობის ნოუთბუკები, საოპერაციო სისტემებს უჩნდებათ ახალი ინტერფეისი, რომელიც Android-სა და iOS-ს ჰგავს. მაგრამ დრემდე არ არის არცერთი მოწყობილობა, რომელიც საბოლოოდ დაასამარებს სამაგიდე კომპიუტერს. და მე მჯერა, რომ სიტუაციის კარდინალურად შეცვლა მხოლოდ Apple-ს შეუძლია.

წყარო: theverge.com

Tags: iOSiPadMacmacOS
Previous Post

Apple-მა წარმოადგინა კაშკაშა სამაჯურები Apple Watch-ისათვის და შალითები iPhone 7-ისათვის

Next Post

როგორ იწყებოდა ყველაფერი — Apple-ის ისტორია, ნაწილი 2

დიმიტრი გოგელია

დიმიტრი გოგელია

Apple Evangelist, Trekkie, Blogger, Dreamer, Father...

Related Posts

macOS Catalina: ბრწყინვალე ვერსია, თუ არა?
მიმოხილვა

macOS Catalina: ბრწყინვალე ვერსია, თუ არა?

21/10/2019
247
iPhone 11-ის მიმოხილვა
მიმოხილვა

iPhone 11 Pro-ს მიმოხილვა

04/10/2019
3.4k
iPhone 11-ის მიმოხილვა
მიმოხილვა

iPhone 11-ის მიმოხილვა

04/10/2019
4.7k
რატომ არის ახალი iPad განწირული წარმატებისათვის
მიმოხილვა

რატომ არის ახალი iPad განწირული წარმატებისათვის

20/09/2019
985
მიმოხილვა

iPad Air 3-ის მიმოხილვა

18/06/2019
590
მიმოხილვა

iPad mini-ს მიმოხილვა

10/06/2019
790
Next Post
როგორ იწყებოდა ყველაფერი — Apple-ის ისტორია, ნაწილი 1

როგორ იწყებოდა ყველაფერი — Apple-ის ისტორია, ნაწილი 2

Please login to join discussion
  • KAR.GE

© 2021 GeMUG

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი

© 2021 GeMUG