როგორც ცნობილმა ანალიტიკოსმა ნილ კიბარტმა აღნიშნა, Apple-მა 1 მილიარდ აქტიურ iPhone-ს მიაღწია, რაც მნიშვნელოვანი ეტაპია Apple-ისთვის.
უკვე 13 წელია ყველაზე პოპულარული სმარტფონი მუდმივად iPhone-ია. აქედან გამომდინარე კვარტლურად iPhone-ების გაყიდვების რაოდენობის გამოცხადება ვეღარ გვაძლევს ბაზრის სრულყოფილ სურათს, ამიტომ Apple-ი ამ ციფრებს აღარ გვეუბნება.
ერთჯერადი გაყიდვები მომხმარებლის ერთგულებაზე და კმაყოფილებაზე აღარაფერს ამბობს, აქ მნიშვნელოვანი ისაა რომ მომხმარებლები აგრძელებენ ამ პროდუქტის გამოყენებას.
ნილ კიბარტი
წინა წელს Apple-მა განმარტა რომ არსებული აქტიური 1.4 მილიარდი iOS მოწყობილობდიან 900 მილიონი iPhone-ია. ამ წლის დასაწყისში კი თქვეს რომ მსფოლიოში უკვე 1,5 მილიარდი აქტიური მოწყობილობაა.