გუშინ ტიმ კუკმა გამოაქვყენა ტვიტი, რომელზეც ისტორიული ვიდეო მიამაგრა. 20 წლის წინ, 6 მაისს სტივ ჯობსმა წარმოადგინა პირველი iMac.
ორიგინალი Macintosh ჯერ კიდევ 1984 წელს წარმაოდგინეს. შემდგომი 14 წლის განმავლობაში ეფლმა ნამდვილი რევოლუცია მოაწყო პერსონალური კომპიუტერების სამყაროში.
პირველი iMac კონკურენტი კომპიუტერებისაგან კარდინალურად განსხვავდებოდა, ორიგინალური დიზაინით და ფერთა გამით. მომხმარებელს შეეძლო ხუთი სხვადასხვა ფერი შეერჩია: წითელი, ვარდისფერი, ფირუზისფერი, მწვანე და იასამნისფერი. მოგვიანებით სხვა ფერებიც დაემატა.
ეს მაკია. კომპიუტერი ნახევრად გამჭვირვალე კორპუსით. ეს მაგარია ძალიან. წინა პანელზე სტერეო დინამიკებია. აქვს ინფრაწითელი პორტი, CD-ROM წამკითხველი. აქვს სტერეო ყურსაცმელების გასართი. ხოლო აი ეს მსოფლიოში ყველაზე მაგარი მაუსია. ლამაზი და პატარა კარების მიღმა განთავსებულია Ethernet და USB პორტები. ასევე ამ კომპიუტერს აქვს მოსახერხებელი ხელის მოსაკიდი. სხვათაშორის, უკნიდან ეს კომპ[იუტერი გაცილებით უკეთ გამოიყურება, ვიდრე სხვები.სტივ ჯობსი, iMac-ის პრეზენტაციაზე
პირველი iMac-ის ფასი $1299 იყო. მოგვიანებით ფასმა $999-მდე დაიწია. ამ ფასად მომხმარებელი იღებდა შემდეგს:
- 15 დუიმიანი მონიტორი, 1024×768 გარჩევადობით;
- 2 х USB, 1 х Ethernet, ჩადგმული მოდელი;
- 4 გბაიტი მყარი დისკი;
- 32 გბაიტი ოპერატიული მეხსეირება;
- პროცესორი PowerPC G3 233 მჰც;
- CD-ROM 24х
- ჩადგმული სპიკერები;
- საფირმო კლავიატურა და მაუსი.