მიუხედავად წარმატებული ფინანსური წლისა და მზარდი მოგებისა, პროცესორების მწარმოებელი AMD მაინც ათავისუფლებს ხალხს სამსახურიდან, რაც საკმაოდ დამაფიქრებელი ტენდენციაა და ბევრი კითხვა გააჩინა ტექ. სამყაროში, ხომ არ აპირებს რომელიმე კომპიუტერული გიგანტი მის შეძენას, მითუმეტეს მაშინ, როცა გათავისუფლებულთაგან ერთი ინჟინერიც არაა.
ერთ-ერთი ყველაზე რეალური კანდიდატი ეპლია, რომლის უზარმაზარი ბიუჯეტი და არცთუ სასიამოვნო ურთიერთობა ინტელთან ამ გარიგებას რეალურს ხდის. 2005 წელს, ეპლის კომპიუტერების ინტელის პროცესორებზე გადასვლის შემდეგ ამ ორი კომპანიის ურთიერთობა შესამჩნევად გაფუჭდა.
ეპლის მიერ მის მობლიურ პროდუქტებში ინტელის პროცესორების გამოყენებაზე უარის თქმის შემდეგ და MacBook Air-ებში საცდელი AMD-ს ჩიპების ჩადგმის საიდუმლო პროექტის შემდეგ ინტელმა შექმნა 300 მილიონი დოლარის ფონდი, რომელიც მიმართული იყო სუპერ თხელი და დაბალი ენერგიის მოხმარების მქონე ლეპტოპების შექმნაზე და რომელიც პირდაპირ იყო მიმართული MacBook Air-ის წინააღმდეგ.
როგორც სტივ ჯობსი იხსენებს თავის ბიოგრაფიაში,
„ჩვენ ვცდილობდით ინტელის დახმარებას, მაგრამ ისინი თითქმის არც გვისმენდნენ. ჩვენ წლების განმავლობაში ვეუბნებოდით, რომ მათი გრაფიკული ჩიპი არ ვარგოდა. სანაცვლოდ მათ უნდოდათ საერთო პროექტის დაწყება ეპლთან ერთად, რომელზეც ორი მიზეზის გამო ვთქვით უარი: პირველი ის, რომ ინტელი ძალიან ნელია თანამშრომლობაში. მეორე მიზეზი ის იყო, რომ ჩვენ არ გვინდოდა გადაგვეცა მათთვის ჩვენი ინოვაციური ტექნოლოგიები, რომლებსაც მერე ჩვენს კონკურენტებზე გაყიდიდნენ“.
AMD-ს ეპლის მიერ შეძენა ამ უკანასკნელს უამრავ დადებით ასპექტს შესძენს. AMD, მიუხედავად მათი მწირი ბიუჯეტისა და ინტელის მხრიდან საკმაოდ ძლიერი კონკურენციისა ( ინტელმა დელს 2002-2007 წლებში 6 მილიარდ დოლარამდე გადაუხადა, რათა მათ არ გამოყენებინათ საკუთარ პროდუქტებში AMD-ს ჩიპები). ყოველთვის ახერხებდა მნიშვნელოვან ინოვაციებს და ფლობს საკმაოდ შთამბეჭდავ პატენტთა პაკეტს, რომელიც ეპლს დაიცავს სასამართლო დევნისგან კონკურენტების მხრიდან. ხოლო ეპლი ასევე სრულ კონტროლს მოიპოვებს საკუთარი პროცესორების დიზაინზე და ტექნოლოგიებზე.
ჯერ-ჯერობით უცნობია, შედგება თუ არა ეს გარიგება, რომელიც შეიძლება ეპლისთვის საუკუნის შენაძენი აღმოჩნდეს.