ინდუსტრიული ტექნოლოგიების მიმოხილველი საიტი CIO აქვეყნებს საინტერესო სტატიას იმის თაობაზე, თუ როგორ იპყრობს აიპედი ბიზნესის, ჯანდაცვის, განათლების და სხვა მრავალ სფეროს, სადაც მანამდე დომინირებდნენ ვინდოუსზე მომუშავე ტაბლეტები და ნეტბუკები. აიპედის პოპულარობის ძირითად მიზეზებად სახელდება ფასი (საწყისი ფასი 499$ ამერიკაში), საოპერაციო სისტემის სიმარტივე, საიმედოობა და უზარმაზარი ეკოსისტემა აიპედზე მორგებული 200 000-მდე აპლიკაციით.
ამ ბმულზე შეგეძლებათ ნახოთ ფოტო-გალერეა, სადაც ნაჩვენებია აიპედის გამოყენების შემთხვევები ინდუსტრიის ამა თუ იმ სფეროში, მაგრამ რაც ყველაზე საინტერესოა, თითოეულ შემთხვევას თან ახლავს კონკრეტულ ინდუსტრიაზე მორგებული აპლიკაციების აღწერა და ფასი, რომელიც თქვენთვისაც შეიძლება საინტერესო აღმოჩნდეს, თუ მსგავს სფეროში გიწევთ მუშაობა ან უბრალოდ გაინტერესებთ რომელიმე მიმართულება.