როგორც რესურსი techcrunch.comგვატყობინებს ანალიტიკური სააგენტოს NPD Group-ის ინფორმაციაზე დაყრდნობით, საოპერაციო სისტემა iOS-მა საგრძნობლად შეამცირა ჩამორჩენა თავის ძირითადი კონკურენტისაგან Android-ისაგან აშშ-ს ბაზარზე. ექსპერტების მონაცემებით, iOS-ის წილი გაიზრდა 43%-მდე, ნაცვლად ოქტომბერ-ნოემბრის 26%-ისა. შედეგად ის მიუახლოვდა Android-ის პლათფრომას, რომელმაც პირიქით დაკარგა ბაზრის წილი და 60-დან 47 პროცენტამდე ჩამოვიდა. მესამე ადგილზე 6%-ით წარმოდგენილია BlackBerry.
კვლევის შედეგების თანახმად, ყველაზე გაყიდვადი სმარტფონების პირველი 3 ადგილი უკავიათ iPhone 4S, iPhone 4 და iPhone 3GS. მეოთხე და მეხუთე ადგილები დაიკავეს Samsung Galaxy S 4G-მ და Galaxy S II-მა, ხოლო მეექვსე — HTC Inspire 4G.
წყარო: techcrunch.com