GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
No Result
View All Result

რამდენი გამოიმუშავეს Apple-ის ხელმძღვანელებმა 2011 წელს

დიმიტრი გოგელია by დიმიტრი გოგელია
11/01/2012
in სიახლეები
Reading Time: 1 min read
A A
0
559
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

გუშინ Apple-მა თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა ე.წ. მინდობილობის განაცხადი (Proxy Statement — იურისტებო, თუ ვცდები თარგმანში, შემისწორეთ) და სხვა თანმდევი დოკუმენტები აქციონერებისათვის და ინვესტორებისათვის. 52 გვერდიანი დოკუმენტი შეიცავს არა მარტო საერთო სახის ინფორმაციას, არამედ აგრეთვე ზოგიერთ საინტერესო მონაცემსაც დირექტორთა საბჭოსა და კომპანიის ხელმძღვანელობის ანაზღაურების შესახებ.

მათ შორის ჩვენთვის ცნობილი გახდა ტიმ კუკის ხელფასის ოდენობის შესახებ, რომელიც კომპანიას სათავეში 2011 წლის აგვისტოში ჩაუდგა. მისმა ხელფასმა გასულ წელს 900 000 დოლარი შეადგინა. თუმცა წელს ეს თანხა კიდევ გაიზრდება და 1 400 000 დოლარს შეადგენს. თანაც, ამ თანხაში არ შედის დამატებითი ბონუსები და სხვა სახის კომპენსაციები, მაგალითად აქციები.

მეტიც, კუკის გარდა ხელფასები სხვა ხელმძღვანელ პირებსაც მოემატათ. აი რა წერია ფინანსურ დოკუმენტში:

2011 წლის ნოემბერში დაჯილდოების კომიტეტმა მიზანშეწონილად ჩათვალა ტიმ კუკისათვის ხელფასის ოდენობის მომატება 900 ათასიდან 1 400 ათასამდე, ასევე სხვა ხელმძღვანელი პირების ხელფასების მატებაც, მათ შორის ედი კიუს, პიტერ ოპენჰეიმერს და სკოტ ფორსტოლს 700 ათასიდან 800 ათასამდე.

უნდა აღინიშნოს, რომ კუკის ამჯამინდელი ხელფასი დარგში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია. მაგალითად Microsoft-ის მეთაურის, სტივ ბალმერის ხელფასი 682,5 ათასი აშშ დოლარია, კომპნია Oracle-ის დამაარსებელი და ხელმძღვანელი, ლარი ელისონი სტივ ჯობსივით 1 დოლარს ღებულობს. ხოლო IBM-ის ყოფილი ხელმძღვანელის სემ პალმიზანოს ხელფასი თავის დროზე 1 800 ათასი დოლარი გახლდათ.

წყარო: apple.com

Previous Post

iOS დაეწია Android-ს მეოთხე კვარტალში

Next Post

ახალი iPad-ის წარმოება დაიწყო

დიმიტრი გოგელია

დიმიტრი გოგელია

Apple Evangelist, Trekkie, Blogger, Dreamer, Father...

Related Posts

VisionOS beta 6 წარმოგიდგენთ ვიდეო ინსტრუქციებს Apple Vision Pro-ს გამოყენების შესახებ (ვიდეო)
სიახლეები

VisionOS beta 6 წარმოგიდგენთ ვიდეო ინსტრუქციებს Apple Vision Pro-ს გამოყენების შესახებ (ვიდეო)

15/11/2023
77
Apple-ი 2024 წელს ევროპელ მომხმარებლებს საშუალებას მისცემს დააინსტალირონ აპლიკაციები App Store-ის გვერდის ავლით
სიახლეები

Apple-ი 2024 წელს ევროპელ მომხმარებლებს საშუალებას მისცემს დააინსტალირონ აპლიკაციები App Store-ის გვერდის ავლით

13/11/2023
4k
Apple-ი გამოუშვებს iPad Pro-ს, შემდეგ MacBook Pro-ს და შემდეგ MacBook Air-ს OLED ეკრანით
სიახლეები

Apple-ი გამოუშვებს iPad Pro-ს, შემდეგ MacBook Pro-ს და შემდეგ MacBook Air-ს OLED ეკრანით

11/11/2023
85
Apple-ი ახალ Mac-ებს ოქტომბრის ბოლოს წარადგენს
სიახლეები

Apple-ი ახალ Mac-ებს ოქტომბრის ბოლოს წარადგენს

23/10/2023
57
Apple-ს უკვე ბევრმა უჩივლა, AirTag-ის დახმარებით მკვლელობა მოხდა
სიახლეები

Apple-ს უკვე ბევრმა უჩივლა, AirTag-ის დახმარებით მკვლელობა მოხდა

13/10/2023
497
Apple ყოველდღიურად ხარჯავს მილიონობით დოლარს ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის, რომელსაც შეუძლია კონკურენცია გაუწიოს ChatGPT-ს
სიახლეები

Apple ყოველდღიურად ხარჯავს მილიონობით დოლარს ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის, რომელსაც შეუძლია კონკურენცია გაუწიოს ChatGPT-ს

29/09/2023
132
Next Post
არანაირი iPad 3 შემდეგ წლამდე!

ახალი iPad-ის წარმოება დაიწყო

Please login to join discussion
  • KAR.GE

© 2021 GeMUG

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი

© 2021 GeMUG