ის, რასაც მთელი წელი ველოდით, როგოც იქნა გუშინ მივიღეთ. დიახ, დღეიდან ახალი აიპადი რეალობაა. მაგრამ მოდით თანმიმდევრულად მივყვეთ მოვლენებსა და ფაქტებს.
ახალი მოწყობილობის სახელი. არა iPad 3. არა iPad HD. არც iPad 2S. ახალი iPad — The New iPad, ასე ჰქვია ჩვენი მიმოხილვის დღევანდელ გმირს. Retina ეკრანით, ორბირთვიანი პროცესორით A5X, ოთხბირთვიანი გრაფიკული პროცესორით, 5 მეგაპიქსელიანი კამერით iSight და LTE-ქსელების მხარდაჭერით.
ეკრანი
რათქმაუნდა ეკრანით უნდა დავიწყოთ. მოლოდინი გამართლა და პლანშეტმა გაოთხმაგებული გარჩევადობის ეკრანი მიიღო — 2048×1536 წერტილზე. მოდით შევადაროთ ამ ეკრანისა და თქვენ რომ სახლში გიდგათ FullHD ტელევიზორის გამოსახულება:
აშკარად თქვენი ტელევიზორის სასარგებლოდ არ არის ანგარიში ხომ? და ეს გარჩევადობა არა 42, ან 50 დიუმზე, არამედ 9.7 დიუმზე გვაქვს. ანუ PPI-ს მნიშვნელობა (პიქსელების რაოდენობა დიუმზე) ახალ iPad-ში გახლავთ 264 წერტილი. ამის გარდა 44%-ით გაუმჯობესდა ფერთა გაჯერება. როგორც Appleა ღნიშავს, ადვილი არ იყო ისეთი ეკრანის შექმნა, რომელზეც 3.1 მილიონი პიქსელი ეტევა. გამოსახულების შესაბამისი ხარისხის მისაღწევად, ინჟინრებმა ეკრანის მმართველი სქემა სხვადასხვა სიბრტყეში განათავსეს. ქვემოთ ჩაუშვეს სიგნალების წარმოქმნის სქემა თითოეული სუბპიქსელისათვის (წითელი, მწვანე, ლურჯი), მაშინ როცა თვითონ პიქსელები ზემოთ დატოვეს. ეს ფრიად საინტერესო ტექნოლოგიაა, რომელზეც მოგვიანბეით და სხვა სტატიაში უფრო დეტალურად ვისაუბრებთ.
პროცესორი
ცენტრალური პროცესორი ორბირთვიანია. A5X მოდელი. ჩიპის შიგნით ასევე განთავსებულია გრაფიკული ქვესისტემა — ოთხბირთვიანი. ასე რომ ოხვრები იმის შესახებ, რომ როგორ მოხდებოდა ასეთი გარჩევადობის ეკრანისათვის გამოსახულების შექმნა, მოხსნილია დღის წესრიგიდან.
ახალი სისტემის სიმძლავრის მიუხედავად, პლანშეტის ავტონომიურად მუშაობის დრო უცვლელი დარჩა — 10 საათი.
კამერა
როგორც იქნა iPad-ში ნორმალური კამერა ჩაამატეს. iSight-ის (ამ ბრენდის ქვეშ უხსოვარ დროს ვებ-კამრები გამოდიოდა მაკებისათვის) სენსორს 5 მეგაპიქსელი გარჩევადობა აქვს და შესაძლებლობას იძლევა ჩავიწეროთ HD-ვიდეო 1080p, ანუ FullHD. გამოსახულების სტაბილიზაციით. მეტი რაღა გვეთქმის, შესანიშნავი მაჩვენებელია. კმაერის მოწყობილობა იდენტურია iPhone 4S-ის კამერისა — იგივე 5 ლინზა, შუქძალა F/2.4, ჰიბრიდული ინფრაწითელი შუქფილტრი და ა.შ. ამას დაამატეთ სახეების ავტომატური ამოცნობა, ავტოფოკუსი, შეხებით ფოკუსი. მონაცემების მიხედვით კამერა ძალიან საინტერესოდ და მიმზიდველად გამოიყურება — ველოდებით ახალი iPad-ის ჩამოსვლას საქართველოში, რომ დეტალურად დავტესტოთ ეს შესაძლებლობაც.
4G
მეოთხე თაობის კავშირგაბმულობის ტექნოლოგია დიდი ხანი Apple-ის პროდუქტებს მიღმა რჩებოდა. სავარაუდოდ სულ მალე კუპერტინოში გამოშვებულ პროდუქტებს ყველას ექნება ამ ტიპის ქსელების მხარდაჭერა, მანამდე კი ეს პრივილეგია ახალ iPad-ს ერგო წილად. აშშ-ს ტერიტორიაზე LTE-ქსელში თავბრუდამხვევი სიჩქარე — 73 მეგაბიტი მიიღწევა:
რაში სჭირდება პლანშეტურ კომპიუტერს ასეთი სიჩქარე? სხვებისთვის გამოყფა შეგეძლებათ. ახალ iPad-ში დამატებულია მოდემის რეჟიმი, როდესაც iPad-ში შემოსული მობილური ინტერნეტი ნაწილდება Wi-Fi ქსელის მეშვეობით.
კარნახი
Siri? არა. ძალიან უცნაურია და მოულოდნელიცაა, რომ ეს ახალი და საოცარი ტექნოლოგია მხოლოდ iPhone-ის პრივილეგიათ რჩება. iPad-თან გაბაასება არ გამოგივათ. Siri-ს ყველა გემრიელობებიდან მხოლოდ ერთი რამ დაამატეს პლანშეტში — ტექსტის კარნახი. ძალიან ადვილად მუშაობს — დააჭირეთ ღილაკს თითი ციფრულ კლავიატურაზე და დაიწყეთ ტექსტის კარნახი:
ფასები და გამოსვლის თარიღი
დავიწყოთ იმით, რომ iPad 2 ბაზარზე რჩება. ირ ჩება მეხსიერების მხოლოდ მინიმალური მოცულობით. ხოლო ახალი iPad 16 მარტს გამოვა აშშ-ს ბაზარზე:
ამით ახალი iPad-ის მინი-მიმოხილვა დასრულებულად გამომიცხადებია, ახალ და დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით მას შემდეგ, რაც ჩვენს რედაქციაში ჩამოვა ერთი სატესტო ეგზემპლარი. ეს კიდევ სულ მალე მოხდება.
დარჩით ჩვენთან!