GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
No Result
View All Result

ხვალ iOS 9 გამოდის! ერთი დღე რჩება, რა განახლდება

გოგა ნადირაშვილი by გოგა ნადირაშვილი
15/09/2015
in სიახლეები
Reading Time: 3 mins read
A A
1
1.6k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

გთავაზობთ იმ პროგრამების ჩამონათვალს, რის განახლებასაც გეგმავს ჩვენი საყვარელი კომპანია:

Siri

Siri – აპლიკაცია, რომელშიც გაერთიანებულია აიპადის და აიფონის ყველაზე პოპულარული და გამოყენებადი განახლებები.

როგორც Apple აცხადებს, ამ პროგრამის გააქტიურების შემდეგ შეგეძლებათ გაიგოთ ნებისმიერი რამ, რაც დაგაინტერესებთ. ეს არის google now და microsoft cortana-ს მსგავსი აპლიკაცია. კომპანიის განცხადებით, პროგრამა შემოგთავაზებთ დროულ და მართებულ ინფორმაციას ადგილსამყოფელის, ისტორიის, იმეილების, კალენდრის შესახებ და ა.შ.

მაგალითად, მანქანით გადაადგილებისას აპლიკაცია შეგახსენებთ, თუ როდის უნდა შეუხვიოთ შემდეგ ქუჩაზე, რათა უფრო სწრაფად მიხვიდეთ დანიშნულების ადგილას ან თავი აარიდოთ საცობს. პროგრამას ასევე შეუძლია გაშიფროს საჯაროდ ცნობილი ტელეფონის ნომრები, მეილები, მისამართები.

Apple-ის ინფორმაციით, აპლიკაცია ყოველდღიურად შემოგთავაზებთ რესტორნებს, კაფეებს, სხვადასხვა საინტერესო ადგილებს თქვენი ადგილსამყოფელის მახლობლად.

Reproductive Health

Apple-ის ცნობით, iOS 9-ის განახლებებს შორის არის აპლიკაცია Reproductive Health, რომელიც საშუალებას იძლევა გაიგოთ, თუ როგორია თქვენი სექსუალური აქტივობა – რამდენად ხშირად გაქვთ სექსი და დაიცავით თუ არა თავი.

Apple აცხადებს, რომ კორპორაცია გამოუშვებს ახალ Healthkit-ს (ჯანმრთელობის ნაკრებს), რომელიც მდედრობითი სქესის მომხმარებელს საშუალებას მისცემს, აღრიცხოს ინფორმაცია მენსტრუალური ციკლისა და სხვა ცვლილებების შესახებ. მაგალითად, სხეულის ტემპერატურის ცვლილებისა და გამონაყარის შესახებ.

Apple Maps

ამერიკული მულტინაციონალური კორპორაციის ცნობით, Apple Maps აპლიკაცია გადაადგილებაში დაგეხმარებათ. მართალია, ის ჯერ მხოლოდ 12 ქალაქს ”იცნობს”, თუმცა კომპანიამ განაცხადა, რომ ამ ქალაქების რიცხვი ახლო მომავალში საგრძნობლად გაიზრდება.

კორპორაციის ინფორმაციით, ამ აპლიკაციის შექმნის მიზეზი საზოგადოებრივ ტრანსპორტზე არსებული მწირი ინფორმაცია გახდა. Apple CEO Tim Cook – ასე ჰქვია რუკას, რომელიც 2012 წლიდან ფუნქციონირებს Apple-ის მომხმარებელთათვის.

Apple’s new News

Apple’s new News არის აპლიკაცია, რომელიც საშუალებას გაძლევთ, თვალი ადევნოთ მსოფლიოში განვითარებულ მოვლენებს და არ გამოგრჩეთ საინტესესო ამბები. Apple-ის განცხადებით, მასთან 20 მსხვილი კომპანია თანამშრომლობს, მათ შორის: ESPN, CNN, Conde Nast და The New York Times.

როგორც Apple-მა განაცხადა, მალე ეს პროგრამა მსოფლიოში არსებულ ყველა ცნობილ, ლიცენზირებულ მედიას დაუკავშირდება და თანამშრომლობას შესთავაზებს.

Wallet

კორპორაციის განცხადებით, ასევე, სიახლეებს გვპირდება ახალი აპლიკაცია – Wallet. მისი მეშვეობით შესაძლებელი იქნება ნებისმიერი გადასახადის გადახდა. Apple-ის ინფორმაციით, მათთან თანამშრობლობენ Visa, MasterCard და American Express card.

The Notes app

The Notes app – iOS 9-ს კიდევ ერთი სიახლე, რომელიც საშუალებას გაძლევთ გააკეთოთ ჩანაწერები, შექმნათ ან გადაიღოთ პანორამა.

Multitasking

Multitasking არის აპლიკაცია, რომლის ჩართვის შემთხვევაშიც, თქვენ მოგეცემათ საშუალება ერთდოულად განახორციელოთ რამდენიმე ოპერაცია.

Quicktype

Quicktype – არის ბეჭდვის ახალი სტილი, რომელსაც Apple-ი მომხმარებლებს სთავაზობს. თქვენ შეგიძლიათ, მხოლოდ ორი თითის გამოყენებით მონიშნოთ ტექსტი და ელექტრონული კლავიატურით ისარგებლოთ.

Battery Life

Apple თავის მომხმარებელს ჰპირდება, რომ  iOS 9-ს ექნება ე.წ. Battery Life. კომპანიის ცნობით, აპლიკაცია 24 საათის განმავლობაში ჩართულ მდგომარეობაში იქნება, მიუხედავად იმისა, რაში გამოიყენებთ მას მთელი დღის განმავლობაში.

Tags: iOSiPhone
Previous Post

Apple-ის ხელმძღვანელი Tim Cook-ი აშშ-ში ყველაზე მაღალანაზღაურებად მენეჯერად დასახელდა

Next Post

Apple-მა Samsung-ს მორიგი სასამართლო პროცესი მოუგო

გოგა ნადირაშვილი

გოგა ნადირაშვილი

GeMUG Board Member

Related Posts

iPhone 13 და iPhone 13 Pro Max-ი მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი სმარტფონებია
სიახლეები

iPhone 13 და iPhone 13 Pro Max-ი მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი სმარტფონებია

20/05/2022
15
iPod touch-ის ყველა აქსესუარი ორ დღეში გაიყიდა
სიახლეები

iPod touch-ის ყველა აქსესუარი ორ დღეში გაიყიდა

13/05/2022
82
Google-ი ყურსასმენის ჯეკს აუქმებს, რამდენიმე თვის წინ Apple-ს დასცინოდა
სიახლეები

Google-ი ყურსასმენის ჯეკს აუქმებს, რამდენიმე თვის წინ Apple-ს დასცინოდა

12/05/2022
163
Apple-ი Lightning-ს UCB-C-თ — iPhone 15-ში ჩაანაცვლებს
სიახლეები

Apple-ი Lightning-ს UCB-C-თ — iPhone 15-ში ჩაანაცვლებს

11/05/2022
415
ევროკავშირი Apple-ს აიძულებს რომ აპლიკაციების ჩამოტვირთვის შესაძლებლობა App Store-ის გარედან დაუშვას
სიახლეები

ევროკავშირი Apple-ს აიძულებს რომ აპლიკაციების ჩამოტვირთვის შესაძლებლობა App Store-ის გარედან დაუშვას

09/05/2022
465
Apple Watch 8 სხეულის ტემპერატურის გაზომვას შეძლებს
სიახლეები

Apple Watch 8 სხეულის ტემპერატურის გაზომვას შეძლებს

03/05/2022
151
Next Post
Apple-მა Samsung-ს მორიგი სასამართლო პროცესი მოუგო

Apple-მა Samsung-ს მორიგი სასამართლო პროცესი მოუგო

Please login to join discussion

© 2021 GeMUG

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი

© 2021 GeMUG