აი, რატომ უნდა გადავიდეთ iOS 10.3-ზე

აი, რატომ უნდა გადავიდეთ iOS 10.3-ზე

iOS 10.3 განახლებამ ბევრი კარი ცვლილება დაამატა სისტემაში. ერთ-ერთი მათგანი გახლავთ მუშაობის სტაბილურობა ძველ მოწობილობებზეც კი. მაგრამ მარტო ამის გამო არ ღირს განახლება.

მიკროკოდის ეს ვერსია რეალურად აქტუალური იქნება 16 გბაიტიანი მოდელების მფლობელებისათვის. კუპერტინომ შეამცირა დისკური სივრცე, რომელიც საოპერაციო სისტემას უჭირავს. ასე, მაგალითად, 256 გბაიტიან მოდელში 5 გბაიტი გამოთავისუფლდა, 64 გბაიტიანში — 1.5 გბაიტი.

ამის შესახებ იუწყება The Next Web და მაგალითად მომხმარებელთა ტვიტერის ჩანაწერები მოყავს.

https://twitter.com/jonnymmxvi/status/846595431622569984

ეს ყველაფერი შესაძებელი გახდა ახალი ფაილური სისტემის, APFS-ის წყალობით. ამის გარდა, ის საშუალებას გვაძლევს ჩაწერისა და წაკითხვის ოპერაციები უფრო სწრაფად ვაწარმოოთ.

iOS 10.3 ხელმისაწვდომია განახლების სექციაში. ზოგიერთმა მომხმარებელმა შესაძლოა სისტემის მცირე შენელება შეატყოს რამდენიმე საათით — ეს ნორმალურია.

უბრალოდ ცოტა უნდა მოითმინოთ.

Leave a Comment