საქართველოში ეფლის ტექნიკის მომხმარებელთა ორგანიზაცია გემუგი მოხარულია, რომ პირველმა გაცნობოთ ქართული სპორტული აპლიკაციის წარმატების შესახებ.
საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, რომელმაც სპეციალურად მსოფლიო ჩემპიონატისტვის შექმნა აპლიკაცია სახელად 1TV World Cup — ქართული აუდიტორიისთვის გახდა გადმოწერების ლიდერი საქართველოდან და შევიდა მსოფლიოს ტოპ 100 აპლიკაციაში.
ამ წარმატებული აპლიკაციის დეველოპერი ალექსანდრე მძინარაშვილია.
აპლიკაციის მოცულობა 7.4 მეგაბიტია, ის უფასოა და მისი გადმოწერა როგორც WiFi-ის, ასევე მობილური ინტერნეტის საშუალებით შეგიძლიათ.
გამოიწერეთ GeMUG-ის ტვიტერის გვერდი: Georgian Mac User Group