ცოტა ხნის წინ ჩვენ ვისაუბრეთ iPhone X-ის უპირატესობებზე, მაგრამ ყოველთვის ტესტები რეალურ სურათს არ ასახავს. შესაძლოა სმარტფონს რომელსაც ტესტში ნაკლები ქულა აქვს, პრაქტიკაში უფრო ეფექტურად იმუშაოს. ამ ორი მოდელის შესახებ პასუხი EverythingApplePro-ს ბლოგერებმა მოგვიმზადეს.
ტესტებში მონაწილეობდნენ iPhone X iOS 12-ით და Samsung Galaxy Note 9 სნაპდრაგონ 845 პროცესორით, რომელზეც დაყენებულია Anroid 8.1.0.
შედეგები ასეთია:
- პირველი გამოცდა — აპლიკაციების გახსნა. ორივე მოწყობილობაში წინასწარ მომზადებული იყო ერთი და იგივე აპლიკაციები. ამ ტესტში iPhone X უკეთესი აღმოჩდნა, მისი დრო 2 წუთი და 26 წამი იყო, ხოლო Note 9-ის ოდნავ ნაკლები — 2 წუთი და 53 წამი.
- მეორე გამოცდა — ფონზე გაშვებული აპლიკაციების მუშაობა. ამ ტესტში Note 9-მ მხოლოდ 3 წამით უკეთესი შედეგი აჩვენა. iPhone X – 45 წამი, Note 9 – 42 წამი.
- მესამე გამოცდა — სახის ტექნოლოგიის — Face ID-ის სისწრაფე. ამ ტესტში გამარჯვებული ვერ გამოვლიდან, რადგან ფუნქცია ორივე სმარტფონმა დაახლოებით ერთ დროში შეასრულა.
Geekbench 4-ში Apple-ის სმარტფონმა 4282 და 10464 ქულა მიიღო, სამხრეთ კორეული კომპანიის მოწყობილობამ კი 2414 და 8233 ქულა.
შეგახსენებთ რომ კომპაია სამსუნგმა Note 9 რამოდენიმე კვირის წინ წარმოგვიდგინეს, ხოლო iPhone X-ის პრეზენტაცია გასული წლის სექტემბერში შედგა.
გამოიწერეთ GeMUG-ის ტვიტერის გვერდი: Georgian Mac User Group