WWDC 2019 – რა გვაჩვენა Apple-მა

WWDC 2019 – რა გვაჩვენა Apple-მა

iOS 13 მუქი თემით, Apple-ის ავტორიზაციის სისტემა, ახალი საოპერაციო სისტემა iPadOS პლანშეტებისათვის, iOS-აპლიკაციების გადატანის შესაძლებლობა macOS-ზე, ახალი Mac Pro, 6K-მონიტორი და iTunes-ის სიკვდილი.

პროგრამული უზრუნველყოფის განახლება

iOS 13

  • FaceID-ის საშუალებით განბლოკვა აჩქარდა 30%-ით
  • განახლების ზომამ 50%-ით იკლო, ხოლო აპლიკაციების — 60%-ით
  • აპლიკაციების გაშვების სისწრაფემ იმატა ორჯერ
  • iOS 13-ში დაემატა მუქი თემა — ის იმუშავებს როგორც iPhobe-ში, ასევე iPad-ზეც. მუქი თემა ცვლის არა მარტო სისტემის გარეგან სახეს, ასევე აპლიკაციებსაც — მაგალითად შენიშვნების, შეტყობინებების, კალენდრის და სხვების
  • კლავიატურას დაემატა ტექსტის აკრეფა სვაიპების საშუალებით
  • განახლდა რუკები: გაუმჯობესებულია დეტალიზაცია, დამატებულია პანორამული ხედი. 2019 წელს განახლდება აშშ-ს ტერიტორია, ხოლო 2020-ში — „ზოგიერთი სხვა ქვეყანა“
  • Apple-მა წარმოადგინა ავტორიზაციის საკუთარი სისტემა — iCloud-ის საშუალებით, ან ანონიმურად, ნამდვილი ელფოსტის მისამართის დამალვის გზით. იქ, სადაც ავტორიზაციისას საჭიროა ელფოსტა, მომხმარებელს შუძლია დააგენერიროს შემთხვევითი საფოსტო მისამართი, რომლიდანაც Apple გადაამისამართებს ფოსტას ნამდვილ მისამართზე
  • Apple-ის ავტორიზაციის სისტემა იმუშავებს ნებისმიერ პლათფორმაზე, PC-ის ჩათვლით. მხადაჭერილი იქნება Face ID და Touch ID
  • გაჩნდა ახალი Memoji სტიკერები, რომელთა გამოყენება შესაძლებელი იქნება იმ მოდელებში, სადაც არ არის TrueDepth კამერა
  • გაუმჯობესდა ფოტო აპლიკაცია: პორტრეტების შექმნა თეთრ ფონზე, გამოსახულების პარამეტრების უკეთესი რეგულირება, ვიდეოს ამოტრიალების შესაძლებლობა. შეიცვალა აპლიკაციის გარეგანი სახე, გაჩნდა დროის მიხედვით დაჯგუფება
  • Siri გაუმჯობესდა: შედსაძლებელია შემომავალი შეტყობინებების მოსმენა AirPods-ზე, მუსიკის გაზიარება სხვის AirPods-ზე, ინტერნეტ-რადიო სადგურების ტრანსლაციების მხარდაჭერა
  • ახლა Siri-ს შეუძლია შეტყობინების ტექსტის წაკითხვა
  • ახალი შეტყობინებების აპლიკაცია — ის გაყოფილია რამდენიმე არედ: ამოცანები, რომლებიც შესასრულებელია დღეს, დაგეგმილი საქმეები და ა.შ.

ცნობილი წვრილმანი ცვლილებები

  • Apple Music-ში გაჩნდა კარაოკეს რეჟიმი, აგრეთვე Dolby Atmos-ის მხარდაჭერა
  • Apple Books-ში დამატებულია კითხვის მოტივაციის სისტემა
  • უცხო ნომრებისათვის შესაძლებელია ზარის გამორთვა, იგივე ვრცელდება ელფოსტის მისამართებისათვის
  • კონკრეტული აპლიკაციებისათვის შესაძლებელია ენის არჩევა
  • ამიერიდან შესაძლებელია დიდი ზომის აპლიკაციების მობილური ინტერნეტით ჩამოტვირთვა, 150 მბაიტიანი შეზღუდვა მოიხსნა
  • ერთდროული ზარები ორ სიმიან რეჟიმში
  • სხვადასხვა ზომის ეკრანების მხარდაჭერა CarPlay-ში და ვიდეოს გადაცემა ავტომობილის ეკრანზე
  • Apple ID ბიზნესისათვის
  • Wi-Fi ქსელის არჩევა მართვის პანელიდან
  • კონტაქტებში ჭდეები ჯგუფებისათვის
  • მაუსის მხარდაჭერა ტელეფონებში და პლანშეტებში

iPadOS

  • iOS 13-იდან მოყოლებული, iPad-ის საოპერაციო სისტემას სახელი გადაერქვა და iPadOS ქვია
  • iPadOS მხარს უჭერს ვიჯეტებს iPad-ის მთავარ ეკრანზე
  • iPadOS მხარს უჭერს SD-ბარათებს, USB გარე დისკებს
  • საიტები Safari-ში ნაგულისხმევად საიტის სრულ ვერსიას ჩამოტვირთავს, გაჩნდა მალსახმობები, ფაილების ჩამოტვირთვის მენეჯერი და „სხვა ცვლილებები“
  • iPadOS-ში შეიცვალა მუშაობა მრავალამოცანიანობის რეჟიმში: შესაძლებელია ერთი აპლიკაციის რამოდენიმე ფანჯრის გახსნა, მაგალითად Word-ის 2 დოკუმენტის გახსნა და ა.შ.
  • შიგთავსის კოპირება, ჩასმა და გაუქმება შესაძლებელია სამი თითის კომბინაციის ჟესტით
  • ასევე პლანშეტში დაემატება კალკულატორი

macOS 10.15

  • სამაგიდე საოპერაციო სისტემის ახალი სახელია — macOS Catalina
  • iTunes დაიშლება სამ დამოუკიდებელ აპლიკაციად „მუსიკა“, „პოდკასტები“ და „TV“
  • მობილურ მოწყობილობებთან სინქრონზიაცია ამიერიდან Finder-ის საშუალებით მოხდება. iPhone-ის კომპიუტერთან მიერთებისას სისტემა iTunes-ს აღარ გაუშვებს
  • გაერთიანდა Find my Friends და Find My iPhone აპლიკაციები და ჰქვია Find My. ის აგრეთვე საშუალებას იძლევა მოვიძიოთ დაკარგული, ან მოპარული მოწყობილობა, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც არ არის Wi-Fi, ან მობილური კავშირი
  • ამიერიდან შესაძლებელია iPad-ის გამოყენება როგორც გარე ეკრანი macOS-მოწყობილობისათვის
  • ხმით მართვა შშმ პირებისათვის
  • Activation Lock იმ მოწყობილობებისათვის, რომლებიც აღჭურვილია T2 ჩიპით — ეს ფუნქცია საშუალებას იძლევა სრულიად დაბლოკოთ მოწყობილობა, რათა ისეთ საბაზო ფუქნციებში, როგირცაა კომპიუტერის ჩატვირთვა, საჭირო იყოს მფლობელის პირადი თანხმობა
  • macOS-ში დაემატა ფუქნცია „ეკრანული დრო“, აპლიკაცია Find Me და Siri Shortcuts 
  • macOS-ის ძირითადი ცვლილებები — ტექნოლოგია Project Catalyst, რომელიც iOS დეველოპერებს საშუალებას მისცემს შედარებით სწრაფად და მარტივად გადააკეთონ აპლიკაციები macOS-ისათვის. 2018 წელს კო���პანიამ თვითონ წარმოადგინა სამი ასეთი აპლიკაცია „ახალი ამბები“, „აქციები“, „სახლი“.
  • პირველები, ვინც ამ ტექნოლგიით ისარგებლებენ, Twitter და Atlassian იქნება

watchOS 6

  • საათების საოპერაციო სისტემის ახალ ვერსიაში გაჩნდება აპლიკაციების მაღაზია — ამიერიდან აპლიკაციებს პირდაპირ საათში ჩამოტვირთვათ, ტელეფონის გვერდის ავლით
  • გაუმჯობესებულია აპლიკაცია „ჯანმრთელობა“ — საათი დაითვლის მომხმარებლის აქტივობას და შეადარებს წინა 90 დღეს
  • საათი განსაზღვრავს შენობაში ხმაურის დონეს და ატყობინებს მომხმარებელს, თუ ის აჭარბებს დასაშვებ დონეს
  • დაემატება აპლიკაცია „დოზები“, წამლის დოზების მიღების განსაზაღვრად და აგრეთვე „ციკლები“, მენსტრუალური ციკლის აღრიცხვისათვის
  • დაემატა დიქტოფონი, კალკულატორი და Apple Books, აუდიო-წიგნების მოსასმენად
  • დაემატა ახალი ციფერბლატები „კალიფორნია“, „გრადიენტი“ და X-Large

tvOS 13

  • ახალ ვერსიაში დამატებული იქნება მომხმარებლის რამოდენიმე ანგარიშის მხარდაჭერა, ოჯახის წევრების მიხედვით
  • Apple Music-ში დაემატება კარაოკე
  • დაემატება Xbox One და Sony Dualshock 4 გეიმპადების მხარდაჭერა
  • Apple Arcade ხელმისაწვდომი იქნება Apple TV-ზე
  • Apple იღებს სერიალს For All Mankind, რომელიც ექსკლუზიურად Apple TV+ში იქნება წარმოდგენილი და ეხება აშშ-სა და სსრკ-ს კოსმიურ რბოლას

დეველოპინგი

დამატებითი რეალობა

  • Apple-მა წარმოადგინა Reality Kit და Reality App — ფრეიმვორკები და დეველოპინგის გარემო ინტერაქტიული AR-აპლიკაციებისათვის
  • ARKit 3 მხარს უჭერს ადამიანის მოძრაობის მოხვეჭასა და ჩასწორებას, აგრეთვე განსაზღვრავს რეალურ ობიექტებს ეკრანზე
  • Mojang-მა აჩვენა AR-თამაში Minecraft Earth, სადაც გამოყენებულია აღნიშული ტექნოლოგიები

ახალი მოწყობილობები

Mac Pro

  • კომპანიამ წარმაოდგინა ახალი Mac Pro, რომელიც არ განახლებულა 2013 წლიდან
  • 28-ბირთვიანი Intel Xeon, 1.5 ტბაიტის მხარდაჭერა, რვა PCI სლოტი, 2 10-გიგაბიტური Ethernet ბარათი
  • შესაძლებელია 4 AMD Radeon Vega Pro ვიდეო-ბარათის დაყენება სისტემაში, ჯამური 58 ტერაფლოპსი
  • წარმადობა — Mac Pro-ს შეუძლია დაუკრას ერთდროულად 12 4K-სტრიმი, ან 3 8K-სტრიმი
  • კვების ბლოკი 1.5 კილოვატი. Mac Pro-ს შეიძლება ჰქონდეს ბორბლები, ვინაიდან ის ძალიან მძიმეა
  • Mac Pro-ს გაყიდვები დაიწყება 2019 წლის შემოდგომაზე. მინიმალური ფასი — $5999.

Apple Pro Display XDR

  • ახალი მონიტორი, 32 დიუმი ზომის, ეკრანის გაფართოება 6016×3384 პიქსელი
  • HDR-ის მხარდაჭერა, სიკაშკაშე 1000 ნიტი, პიკური — 1600 ნიტი
  • კონსტრასტულობა — მილიონი ერთთან
  • პორტრეტული რეჟიმის მხარდაჭერა
  • შესაძლებელია 6 მონიტორის გაერთიანება ერთ სისტემაში
  • არის პრიალა და გლუვ ეკრანიანი მოდელები
  • ფასი — $4999

Leave a Comment