პირველ რიგში, შეიცვალა ზომები! ახალი 12 Pro Max-ი არის 6,7 ინჩი, ხოლო ახალი 11 Pro Max არის 6,5 ინჩი. iPhone 12 Pro Max-მა ახალი, ყველაზე დიდი ზომის iPhone-ის წოდება მიიღო.
Apple-ი აგრძელებს Super Retina XDR-ის გამოყენებას, ეს არის OLED ეკრანი რომელიც კუპერტინოელმა ინჟინერებმა წვრილად დააკალიბრეს. ეს აუცილებელია ყველაზე რეალისტური ფერების მისაღებად.
მიუხედავად ეკრანის ზომების ცვლილებისა, სმარტფონი მთლიანობაში თითქმის არ გაზრდილა, ფოტო ????
შეიცვალა ერთი ფერი გრაფიტი ნაცრისფერის ნაცვლად????
როგორც უკვე ზემოთ დავწერე, Apple-მა გაზარდა ეკრანის ზომა, კორპუსში მინიმალური ცვლილებებით. ეს უფრო ეხება iPhone 12 Pro Max-ის სიგრძესა და სიგანეს, მისი სისქე მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც ძალიან გასაკვირია ახალი 5G-ის დამატების ფონზე.
ზომის და წონის სხვაობები:
- iPhone 12 Pro Max: 160.8 x 78.1 x 7.4 მმ, 226 გ
- iPhone 11 Pro Max: 158.0 x 77.8 x 8.1 მმ, 226 გ
მოწყობილობა ოდნავ განიერი და გრძელი გახდა, ეს განსაკუთრებით შესამჩნევი იქნება უშუალოდ მუშაობის დროს.
iPhone 12 Pro Max-ის დიზაინი არის გადმოღებული ზუსტად iPhone 5-სა და iPhone 4-ისგან. მას აქვს მსგავსი დაჭრილი კიდეები, რაც აშკარად უფრო მეტ ადამიანს მოსწონს და გამოარჩევს სხვა სმარტფონებისგან. „ამას სტივ ჯობსის ფორმულასაც ვეძახით ხოლმე“.
არ შეცვლილა მტვრისგან და ტენიანობისგან დამცავი ტექნოლოგია, თუმცა, Apple-ი გვეუბნება რომ წყალგამძლეობა გაიზარდა და 4 მეტრზე ჩაშვების შესაძლებლობა შეიცვალა 6 მეტრზე ჩაშვებით.
აქვე უნდა აღვნიშნოთ სპეციალური საფარი: Ceramic Shield. რომელიც გამონაკლისის გარეშე, ყველა iPhone 12-ში დაემატა. როგორც Apple-ი გვეუბნება, ამ ტექნოლოგიამ 4-ჯერ უფრო შეამცირა დავარდნისგან გატეხვის ალბათობა.
ფერები: მუქი მწვანე შეიცვალა > ოკეანის ლურჯით, ნაცრისფერი > გრაფიტით. ოქროსფერი ოდნავ განსხვავებულია და ვერცხლისფერი იგივეა.
პროცესორი: A13 VS A14
5 ფაქტი Apple A14 Bionic– ის შესახებ:
- წინა პროცესორებთან შედარებით 50%-ით გაუმჯობესდა კომპიუტერული და გრაფიკული მუშაობა;
- 11,8 მილიარდი ტრანზისტორი;
- 80%-ით უფრო სწრაფი Neural Engine;
- 16 ბირთვი Neural Engine-ის სისტემაში;
- 70%-ით უფრო სწრაფი ამაჩქარებლები machine learning;
ბატარეასთან დაკავშირებით ჯერ ბევრი რამის თქმა არ შეგვიძლია, დეტალებს უახლოეს დღეებში გავარკვევთ. თუმცა, როგორც Apple-მა თქვა: iPhone 12 Pro Max-ის ბატარეა ზუსტად ისე გაძლებს ვიდეოს დაკვრის რეჟიმში, როგორც iPhone 11 Pro Max-ი.
კამერები
განსხვავებები დიაფრაგმის ზომებში:
- iPhone 12 Pro Max: ულტრა ფართო ƒ / 2.4, ფართო ƒ / 1.6, ტელეფოტო ƒ / 2.2
- iPhone 11 Pro Max: ულტრა ფართო ƒ / 2.4, ფართო ƒ / 1.8, ტელეფოტო ƒ / 2.0
ჯერჯერობით ვერაფერს ვიტყვით ტელეფოტო დიაფრაგმის შემცირებაზე. არსებობს მოსაზრება რომ Apple-ი შეეცდება გამოსახულების ხარისხის გაფუჭება უგულებელყოს ახალ პროცესორთან ერთად.
კიდევ ერთი სიახლე: პროცეოსორის წყალობით, iPhone 12 Pro Max-ს ასწავლეს Apple ProRAW ფორმატთან მუშაობა, რომელიც ახალ პროდუქტში გამოჩნდება მხოლოდ iOS განახლებების გამოშვებით. იგი მოიცავს სურათის დამუშავებას მაღალი ხარისხით, ექსპოზიცია იცვლება განათების დონის შესაბამისად, ნერვული ქსელების გამოყენებით.
ასევე, Apple-ი აცხადებს რომ iPhone 12 Pro Max-ში შეიცვალა გამოსახულების ოპტიკური სტაბილიზაცია. ჯერ რთულია იმის თქმა თუ რითი განსხვავდება ეს iPhone 11 Pro Max-ისგან, თუმცა უნდა ვივარაუდოთ რომ ეს უკეთესი იქნება.
ასევე გაიზარდა ოპტიკური მასშტაბირება 2x-დან 2.5x-მდე.
მნიშვნელოვანი განახლება მიიღო ღამის რეჟიმმა A14 პროცესორისა და LiDAR სკანერის დახმარებით. ახალი iPhone-ით ღამის რეჟიმის ფოტოებს უკვე პორტრეტის რეჟიმშიც გადავიღებთ. სიღრმის მგრძნობიარე სენსორი აანალიზებს ობიექტამდე მანძილს.
ინოვაციებს შორის არის კიდევ ახალი Dolby Vision სტანდარტი, რომლის შესაძლებლობებსაც უახლოეს დღეებში ვნახავთ.
MagSafe-ი აქსესუარები და ყუთი
ნახშირბადის შემცირების მიზნით, Apple-მა გადაწყვიტა არ ჩაედოთ ყუთში კაბელიანი ყურსასმენები და დამტენის ადაპტერი. მათ განაცხადეს რომ მსოფლიოში 700 მილიონი კაბელიანი ყურსასმენი და 2 მილიარდი ადაპტერია.
აუცილებლად ხაზი უნდა გავუსვათ MagSafe ტექნოლოგიას iPhone-ში. ეს არის მაგნიტური უსადენო დატენვის ტექნოლოგია, რომელიც შალითებთან ერთადაც კი მუშაობს. Apple-მა ასევე წარმოადგინა მინი საფულე, რომელიც უკან ამ ტექნოლოგიაზე მაგრდება ????
მეხსიერების მოცულობა და ფასები
და აი ისიც! როგორც იქნა, Apple-მა გააანალიზა რომ დიდი ფლაგმანური სმარტფონი 64 GB მოცულობით საცოდაობაა და ახლა ბაზისური მოდელი 128GB-ია.
- iPhone 12 Pro Max – 128GB: 1099 დოლარი
- iPhone 12 Pro Max – 256GB: 1199 დოლარი
- iPhone 12 Pro Max – 512GB: 1399 დოლარი