Douglas J. Leith-ს კვლევის მიხედვით, Google-ი 20-ჯერ უფრო მეტ მონაცემს აგროვებს Android-იდან, ვიდრე Apple-ი iOS-იდან.
მან გააანალიზა მონაცემთა რაოდენობა, რომელსაც iOS-ი და Android-ი Apple-სა და Google-ს უგზავნის.
მიუხედავად იმისა რომ ორივე ოპერაციული სისტემა უამრავ მონაცემს აგროვებს, Android-ი ამას ბევრად უფრო ხშირად და მეტად აკეთებს.
Android სმარტფონი ჩართვისას Google-ს დაახლოებით 1მბ მონაცემს უგზავნის, ხოლო iOS Apple-ს 42KB-ს.
iOS ავტომატურად Siri-დან, Safari-დან და iCloud-დან აგროვებს მონაცემებს, ხოლო Android-ი Google Search-იდან, Chrome-იდან, YouTube-იდან, Google Docs-იდან, Safetyhub-იდან, Google Messenger-იდან და Watch-იდან.
Google-ი რა თქმა უნდა არ ეთანხმება ამ კვლევის შედეგებს. მათი აზრით, დათვლის მეთოდები არასწორია. [ 9to5Mac ]