Apple-ს ზოგიერთი MacBook-ისა და iPad-ის წარმოების შეჩერება მოუწია — იტყობინება Nikkei.
MacBook-ების აწყობა დედაპლატის ჩიპების დეფიციტის გამო შეჩერდა, ხოლო iPad-ის შემთხვევაში ეკრანის და სხვა კომპონენტების გამო. რომელი მოდელები იგულისხმება ჯერჯერობით ცნობილი არ არის. საბედნიეროდ პრობლემა ჯერ მხოლოდ Apple-თან რჩება და მომხმარებლებამდე არ მოსულა.
ამ ინდუსტრიის წყაროების თქმით, ნაწილების პრობლემები ნელნელა უფრო სერიოზულ პრობლემად იქცევა.
iPhone-ის წარმოებას საშიშროება არ ემუქრება. მოგეხსენებათ რომ ტიმ კუკი ხშირად ძალიან ნაადრევად, გეგმიურად ანხორციელებს შესყიდვებს. [Nikkei]