ანალიტიკოსი მინგ-ჩი კუოს თქმით, Apple-ი 2023 წელს iPhone-ში საკუთარ 5G მოდემს გამოიყენებს.
Apple-ი ამჟამად Qualcomm-ის მოდემებს იყენებს, მისი გამოყენება მინიმუმ 2 წელი გაგრძელდება. ეს Qualcomm-ისთვის ცუდი სიახლეა, მისი პოზიცია სმარტფონების ბაზარზე ძლიერად შეირყევა, რადგან iPhone-ი 5G მოდემებით სმარტფონების ბაზარზე ყველაზე გაყიდვადი მოდელია.
შეგახსენებთ რომ 2019 წელს Apple-მა Intel-ის მოდემების ბიზნესი იყიდა, რათა საკუთარი მოდემების შექმნა დააჩქაროს. [ MacRumors ]