საქართველოს დროით საღამოს 20:00 საათიდან მომხმარებლები App Store-ს უჩივიან. როგორც გავარკვიეთ ეს პრობლემა ბევრ ქვეყანაში შეიქმნა და ამის შესახებ Apple-ში უკვე იციან, რასაც სტატიის ფოტოც ადასტურებს.
პრობლემა იმაში მდგომარეობს რომ ზოგიერთ შემთხვევაში აპლიკაციის გადმოწერას იწყებს, მაგრამ შემდეგ ჩერდება. ასევე ზოგიერთ აპლიკაციას განახლების პრობლემა აქვს.
ზოგიერთი მომხმარებლისთვის ეს ამბავი საერთოდ უცნაურია, რადგან ბევრს პრობლემა არ აქვს.