დღეს ეპლმა ოფიციალურად გაუშვა მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა სახელად Join Venture, რომელიც მიზანდ ისახავს ეპლის პროდუქტებით აღჭურვილი მცირე ზომის კომპანიებისთვის სრულიად ახალი სახის სერვისის შეთავაზებას. კერძოდ, ეპლის მცირე ბიზნესის დეპარტამენტის თანამშრომლები მიეხმარებიან ნებისმიერ კომპანიას ეპლის პროდუქტის ყიდვის შემთხვევაში მათი დამონტაჟების, ინსტალაციის, სისტემაში ჩართვის, სხვადასხვა სერვისების ავტომატიცაზიის და სხვა საკითხებში. კომპანიებს შეეძლებათ წელიწადში რამდენჯერმე, თავიანთი სურვილის მიხედვით დაგეგმონ თანამშრომლებისთვის ორსაათანი ტრეინინგები ეპლის პროდუქტების და სერვისების ხმარების საკითხებში, ასევე კრიზისული სიტუაციების დროს ექნებათ სწრაფი კავშირი ეპლის ტექნიკური განყოფილების და “გენიოსის” სერვისებთან, ხოლო მათი ეპლის რომელიმე პროდუქტის შეკეთების სამსახურში ჩაბარების შემთხვევაში დროებით მიიღონ ეპლისგან შესაბამისი პროდუქტი საკუთარის დაბრუნებამდე.
Join Venture სერვისი წელიწადში ეღირება 499$, რომელიც მოიცავს 5 კომპიუტერს/სისტემას, თითო ზედმეტი ახალი სისტემის წელიწადში 99$-ად დამატების შესაძლებლობით. აღსანიშნავია, რომ ეს ეპლის საკმაოდ სერიოზული ნაბიჯია მცირე და საშუალო ზომის ბიზნესში ადგილის დასამკვიდრებლად, სადაც ტრადიციულად მაიკროსოფტს ეკავა დომინანტი პოზიციები წლების მანძილზე და რომელიც გამოწვეულია ეპლის პროდუქტების, კერძოდ MacBook Pro-ების, აიფონების და აიპედების რაოდენობის სწრაფი ზრდით ბიზნეს-სექტორში.