Bloomberg-ის ჟურნალისტი მარკ გურმანი იტყობინება, რომ Apple-ი ახალ Mac-ებს ამ წლის ოქტომბერში წარადგენს.
გამოცხადება თვის ბოლოს, 30 ან 31 ოქტომბერს არის დაგეგმილი. Apple-ი სავარაუდოდ აჩვენებს ახალ iMac-ს და MacBook Pro-ს.
ყველა მოწყობილობაში მთავარი ცვლილება ახალი პროცესორები იქნება. iMac-ის შემთხვევაში – M3, ხოლო MacBook Pro – M3 Pro და M3 Max. ყველა ჩიპი დამზადდება 3 ნმ პროცესის ტექნოლოგიის გამოყენებით.
გურმანმა ასევე თქვა, რომ კომპანია ჯერ კიდევ გეგმავს 32 დიუმიანი iMac-ის გამოშვებას, მაგრამ ეს არ მოხდება 2024 წლის ბოლომდე. [ Bloomberg ]