GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
No Result
View All Result

Apple – ის კვარტალური რეკორდი და 1 მილიარდი დოლარის ღირებულების გაყიდული Apple Watch

გოგა ნადირაშვილი by გოგა ნადირაშვილი
23/07/2015
in სიახლეები
Reading Time: 1 min read
A A
0
591
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

მართალია Apple – ის ჭკვიან საათზე ნამდვილი ბუმია, მაგრამ შემოსავლების დიდი ნაწილი, ამ დრომდე, მაინც iPhone, iPad-ისა და Mac-ის გაყიდვებზე მოდის. Apple-ის მესამე კვარტლის შედეგების მიხედვით, კომპანიამ ამ პერიოდში 49.6 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, ოდნავ მეტი ვიდრე ამას ანალიტიკოსები ვარაუდობნენ (49 მილიარდი დოლარი). მოგებამ კი 10.7 მილიარდი დოლარი შეადგინა. მოგების მხრივ რეკორდული იყო მიმდინარე წლის პირველი კვარტალი, როცა კომპანიამ 18 მილიარდი დოლარის მოგება ნახა.

ანალიტიკოსები თანხმდებოდნენ, რომ Apple 4 მილიონ საათის გაყიდვას შეძლებდა მესამე კვარტალში. თუმცა Apple Watch -ის მოდელებისა და ფასის ფართო სპექტრის, ასევე, სხვადასხვა მოწყობილობების – iPod, Apple TV, Beats ტექნიკის რეალიზაციიდან შემოსული შემოსავლების გამო, თითქმის შეუძლებელი გახდა იმის დადგენა, ზუსტად რამდენი ცალი საათის გაყიდვა შეძლო კომპანიამ.

აღსანიშნავია, რომ კომპანიის შემოსავალი “სხვა გაყიდული პროდუქტებისთვისაც” გაიზარდა და 2.64 მილიარდ დოლარს მიაღწია, მაშინ, როცა გასულ წელს ამ კატეგორიისთვის, წლის ამავე პერიოდში, შემოსავალი 1.76 მილიარდი იყო.

Apple-ის პროდუქტებიდან iPhone-ის გაყიდვებზე, კვლავ, ყველაზე დიდი წილი მოდის და შემოსავლებისა 70 %-ს შეადგენს. მესამე კვარტალში კომპანიამ 47.5 მილიონი iPhone გაყიდა, გასული წლის იმავე პერიოდში კი – 35 მილიონი. რაც შეეხება iPad-ს, უკანასკნელ კვარტალში 10.9 მილიონი მოწყობილობა გაიყიდა (2014 წლის მესამე კვარტალში – 13.3 მილიონი) Mac-ის შემთხვევაში ზრდა დაფიქსირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 4.8 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა (გასული წლის იმავე პერიოდში-4.4 მილიონი)

Tags: Apple TViPadiPhoneMacWatch
Previous Post

სმარტფონების ბაზარს Apple დაეპატრონა

Next Post

Apple ელექტრომობილის წარმოებისთვის „ვეტერანების“ გუნდს აგროვებს

გოგა ნადირაშვილი

გოგა ნადირაშვილი

GeMUG Board Member

Related Posts

iPhone 14 Pro Max გახდა ყველაზე გაყიდვადი სმარტფონი მსოფლიოში
სიახლეები

iPhone 14 Pro Max გახდა ყველაზე გაყიდვადი სმარტფონი მსოფლიოში

31/05/2023
168
Apple-მა პირველად გამოაქვეყნა სტატისტიკა App Store-ის მუშაობის შესახებ
სიახლეები

Apple-მა პირველად გამოაქვეყნა სტატისტიკა App Store-ის მუშაობის შესახებ

28/05/2023
173
საფრანგეთი Apple-ს სმარტფონების შეკეთების შეზღუდვის გამო გამოძიებას იწყებს
სიახლეები

საფრანგეთი Apple-ს სმარტფონების შეკეთების შეზღუდვის გამო გამოძიებას იწყებს

16/05/2023
53
Google ზედმეტს იხდის iPhone-ებში, რომლებსაც აბარებენ  trade-in-ით Pixel Fold-ის ყიდვისას
სიახლეები

Google ზედმეტს იხდის iPhone-ებში, რომლებსაც აბარებენ trade-in-ით Pixel Fold-ის ყიდვისას

16/05/2023
92
Apple ტესტავს MacBook Pro-ს M3 Pro პროცესორით
სიახლეები

Apple ტესტავს MacBook Pro-ს M3 Pro პროცესორით

15/05/2023
46
პირველი Apple Store-ი 22 წლის წინ შეიქმნა — როგორ შექმნა სტივ ჯობსმა ტაძრები
სიახლეები

პირველი Apple Store-ი 22 წლის წინ შეიქმნა — როგორ შექმნა სტივ ჯობსმა ტაძრები

13/05/2023
40
Next Post
Apple-ის თანამშრომელმა კომპანიის სათავო ოფისში თავი მოიკლა

Apple ელექტრომობილის წარმოებისთვის „ვეტერანების“ გუნდს აგროვებს

Please login to join discussion
  • KAR.GE

© 2021 GeMUG

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი

© 2021 GeMUG