Apple-ის თანადამფუძნებელმა Steve Wozniak-მა გასულ წელს ყველა ბიტკოინი გაყიდა — სტივმა სტოკჰოლმის პრესკომფერენციაზე Nordic Business Forum-ის ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ვოზი იძახის, უბრალოდ დაიღალა ის იმ ადამიანებით, რომლებიც მუდმივად ამ ციფრებს უყურებდნენ და აკვირდებოდნენ. მან გადაწყვიტა თავისი ყველა კრიპტო ვალუტა დეკემბერში გაეყიდა. მან Bitcoin-ი მაშინ შეიძინა, როდესაც მისი ფასი 700 აშშ დოლარს შეადგენდა.
ამას გარდა, ვოზი თავის გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ ბოლო პერიოდში Bitcoin-ის ღირებულებაში საგანგაშო რყევები შეინიშნებოდა.