30 იანვრის ღამეს, Apple-მა სატელეფონო კონფერენცია გამართა, სადაც კომპანიამ ინვესტორებს 2019 წლის პირველი ფისკალური კვარტლის წარმატების შესახებ ამცნო. (2018 წლის IV კალენდრული კვარტალი).
როგორც მოსალოდნელი იყო, კომპანიამ არ გვამცნო კონკრეტულ დეტალებთან დაკავშირებით, იგულისხმება iPhone, Mac და iPad-ის გაყიდვები. ამავე დროს, მათ შეძლეს მნიშვნელოვნად გაეზარდათ მომსახურების მომგებიანობა — განსხვავებით წინა წლის ამავე პერიოდთან.
მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ისტორიაში პირველად, მომსახურების მომგებიანობა 10.9 მილიარდი დოლარით გაიზარდა, რაც წინა წლის მაჩვენებლთან შედარებით 19%-ით მეტია.
Mac-ების გაყიდვებმა და აქსესუარებმა ასევე რეკორდულ ციფრებს მიაღწიეს: გაყიდვების 9% — ანუ 33%-ანი ზრდა. ხოლო iPad-ის გაყიდვების მომგებიანობა კი 17%-ით გაიზარდა.
ფინანსური მაჩვენებლები:
შემოსავალი — 84.3 მილიარდი დოლარი (2018 წელს – 88.5 მილიარდი დოლარი)
წმინდა მოგება — 19.6 მლრდ დოლარი (2018 წელს – 20 მლრდ დოლარი)
მოგება ერთ აქციაზე — 4.18 დოლარი (3.36 დოლარი 2018 წელს)
გაყიდვები:
iPad — მონაცემები არ არის ნაჩვენები (13.2 მილიონი 2018 წელს)
iPhone — მონაცემები არ არის ნაჩვენები (77.3 მილიონი 2018 წელს)
Mac — მონაცემები არ არის ნაჩვენები (2018 წელს – 5.1 მილიონი)
iPod — მონაცემები არ არის ნაჩვენები
Apple Watch — მონაცემები არ არის ნაჩვენები
