GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
No Result
View All Result

არ მჯერა რომ Apple-ი 2 წელიწადში მანქანას წარმოგვიდგენს… და თქვენ?

გოგა ნადირაშვილი by გოგა ნადირაშვილი
27/12/2020
in სიახლეები
Reading Time: 1 min read
A A
0
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

თითქმის ერთ ღამეში დმაოუკიდებლად რამდენიმე გამოცემამ დაწერა ერთი და იგივე საკითხზე. მეტიც, ტაივანის Economic Daily News-მა, რომელიც დიდი რეპუტაციით ვერ დაიკვეხნის, დაწერა რომ Apple-ი 2021 წელს iPhone 13-თან ერთად წარმოგვიდგენს Apple Car-ს. ყველაზე მეტად ყურადღება კარგად ნაცნობმა, ფრთხილმა და საპატიო როიტერმა მიიქცია, რომელმაც დაწერა რომ Apple Car-ს 2024 წელს ვიხილავთ — თუმცა, მეჰ…

საერთოდ Apple Car-ის შესახებ ჩვენ პირველად 2014 წელს დავწერეთ, რადგან მაშინ გახმაურდა რომ Apple-ი საიდუმლოდ მუშაბდა სახელად პროექტ „ტიტანზე“, ამ პროექტის შესახებ სხვა დეტალები არ იყო. ცოტა ხნის შემდეგ ოფიციალურად დადასტურდა რომ Apple-ი ავტომობილის მართვის ავტომატურ სისტემაზე მუშაობს, რის შემდეგაც მანქანის შექმნის იდეა ცოტა ხნით დაიკარგა.

Apple-ი მართლა ქმნის მანქანას?

Apple-ი რომ აპირებდეს მანქანის გამოშვებას, ათობით პროტოტიპი გამოჩნდებოდა კალიფორნიის ქუჩებში. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი უბრალოდ ვერ მიიღებდნენ სერთიფიცირებას, ამ პროცესების გარეშე ვერავინ ვერ აწარმოებს აშშ-ში მანქანას და შესაბამისად ვერც გაყიდვის უფლებას მოიპოვებს.

ეს არგუმენტი კიდევ უფრო ძლიერი ხდება თუ გავითვალისწინებთ თავად Apple-ს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ბიუროკრატიული კომპანიაა, კანონმორჩილი და ტექნოლოგიების კეთილსინდისიერად შემქმნელი.

Apple Car-ის პროტოტიპები ახლაც არ ჩანს, მისი გამოშვება 2021 წლის სექტემბერში რომ იყოს დაგეგმილი, ახლა ათობით და შესაძლოა ასობით პროტოტიპს ევლო ქალაქში.

რაც შეეხება თვითმართვად სისტემებს, Apple-მა ეს ტექნოლოგია 2018 წლის იანვარში 27 მანქანაზე დაარეგისტრირა, მაგალითად Volkswagen T6-ის მიკროავტობუსს Apple-ის თანამშრომლები ერთი კამპუსიდან მეორეში გადაჰყავს.

შევა თუ არა Apple-ი მანქანების ინდუსტრიაში?

2015-2016 წლებში ელონ მასკს სერიოზულად ეშინოდა პოტენციური კონკურენტის — ანუ Apple-ის. თავისი მომუშავე გუნდისგან ხშირად ესმოდა ჭორები ამ საკითხის შესახებ. მასკს ესმის რომ მანქანის წარმოება ძალიან რთული პროცესია, მაგრამ ისიც იცის რომ Apple-ი აუთსორსინგის ვირტუოზია. თუ ვინმეს შეუძლია წარმატების მიღწევა, ეს Apple-ია, მაგრამ საიმედო და სტაბილური ახალი ჯაჭვების შექმნას დიდი დრო დასჭირდება.

მანქანის შექმნას სჭირდება ბევრი ექსპერიმენტი, ნაწილები, დამტენების სადგურები მთელს მსოფლიოში, საბურავები და მრავალი სხვა. Apple-ი მაქსიმალურად შეეცდება ეს საჭიროებები მოაშოროს მანქანას, მაგრამ ეს გრძელი და რთული მოგზაურობაა. მე Apple-ის ამ ინდუსტრიაში შესვლას, მინიმუმ 2025 წლამდე არ ველი.

Tags: Apple
Previous Post

Samsung-ის შემდეგ Xiaomi-ც ამოიღებს ადაპტერს ყუთიდან

Next Post

Apple-მა App Store-იდან დახურული წვეულებების აპლიკაცია წაშალა

გოგა ნადირაშვილი

გოგა ნადირაშვილი

GeMUG Board Member

Related Posts

iPhone 14 Pro-ს მინიმალური მეხსიერება 256GB იქნება
სიახლეები

iPhone 14 Pro-ს მინიმალური მეხსიერება 256GB იქნება

11/08/2022
0
როდის გამოვა iPhone 14 და რა ეღირება?
სიახლეები

როდის გამოვა iPhone 14 და რა ეღირება?

08/08/2022
0
Apple-ი Android-ის მომხმარებლებს iPhone-ზე გადასვლას უმარტივებს (ვიდეო)
სიახლეები

Apple-ი Android-ის მომხმარებლებს iPhone-ზე გადასვლას უმარტივებს (ვიდეო)

01/08/2022
0
Apple-მა გამოაქვეყნა მესამე ფინანსური კვარტლის შედეგები
სიახლეები

Apple-მა გამოაქვეყნა მესამე ფინანსური კვარტლის შედეგები

29/07/2022
0
რას ნიშნავს ეს შეტყობინება და როგორ უნდა მოვაგვაროთ
სიახლეები

რას ნიშნავს ეს შეტყობინება და როგორ უნდა მოვაგვაროთ

27/07/2022
0
Apple-მა ავტომობილთან დაკავშირებით 248 პატენტზე განაცხადა
სიახლეები

Apple-მა ავტომობილთან დაკავშირებით 248 პატენტზე განაცხადა

26/07/2022
0
Next Post
Apple-მა App Store-იდან დახურული წვეულებების აპლიკაცია წაშალა

Apple-მა App Store-იდან დახურული წვეულებების აპლიკაცია წაშალა

Please login to join discussion
  • KAR.GE

© 2021 GeMUG

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი

© 2021 GeMUG