პოპულარული Calvin Harris-ის Instagram-ის სთორიში Mac Pro გამოჩნდა, რომელიც როგორც ჩანს მის სტუდიაში დგას.
სავარაუდოა რომ ჩვენმა საყვარელმა კომპანიამ ზოგიერთ პროფესიონალს უკვე გადასცა ახალი პროფესიონალური სამაგიდე კომპიუტერი, რათა მათ გამოცადონ და შეხედულებები გაუზიარონ.
Mac Pro-ს გამოსვლის ზუსტი თარიღი უცნობია, მაგრამ დანამდვილებით ვიცით რომ ის ამ შემოდგომაზე უნდა იყოს. მისი მინიმალური ფასი 5999 დოლარი იქნება. [9to5Mac]