GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
No Result
View All Result

Captune — ახალი გასართობი

დიმიტრი გოგელია by დიმიტრი გოგელია
26/11/2014
in სიახლეები
Reading Time: 2 mins read
A A
0
855
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

რამდენიმე ხნის წინ ჩემი ნანატრი iPhone 6 ჩამომივიდა აშშ-დან. რასაკვირველია, iPhone 4-ის შემდეგ ახალმა მოდელმა თავისი ზომებით, წარმადობითა და სხვა მრავალი პარამეტრით ძალიან მომხიბლა და კვლავ გამიჩინა სურვილი გამომეყენებინა სმარტფონი სრული დატვირთვით. თანაც, მეექვსე აიფონს არაჩვეულებრივად კარგი კამერა აქვს, როგორც ფოტო-გადაღებისათვის, ასევე ვიდეოსთვისაც. თუმცა, სტანადრტული კამერის აპლიკაცია ხისტად არის შებოჭილი მწარმოებლის მიერ მცემულ ფუნქციებში და რაიმე ფანტაზიების განხორციელება ცოტა ძნელია. სწორედ აქ გამოდის სცენაზე ჩვენი დღევანდელი მიმოხილვის გმირი, აპლიკაცია Captune.

როგორც მიხვდით, Captune ვიდეო-კლიპების გადასაღებად არის გამიზნული. და ამ აპლიკაციას საინტერესო ფუნქციაც გამოეძებნა: ვიდეოს გადაღება თქვენი მუსიკალური კოლექციიდან შერჩეული ტრეკის თანხლებით. მოდი დეტალურად ვნახოთ, თუ როგორ მუშაობს აპლიკაცია.

iPhone-ის სამუშაო დაფიდან აპლიკაციის ხატულაზე დაწკაპუნებით პროგრამის მთავარ მენიუში გადავდივართ, სადაც ყველა ჩვენი მუსკალური ტრეკი ჩანს. ანუ ჯერ უნდა ავირჩიოთ კონკრეტული მუსიკალური ტრეკი.

ამის შემდეგ ჩვენ მოვხვდებით ვიდეოს გადაღების სექციაში. თავდაპირველად გამოსახულება ჩვეულებრივია, როგორც ეს ჩანს სტანდარტული კამერის აპლიკაციაში.

შემდეგი მომენტია, გამოსახულების სხვადასხვა რეჟიმებიდან სასურველის არჩევა. ამისათვის ვაწვებით ღილაკს ეკრანის ზედა მარჯვენა კუთხეში. აქვე გეტყვით, რომ ვიდეოს გადაღება შესაძლებელია როგროც მთავარი კამერით, აგრეთვე ფრონტალური კამერითაც. ამისათვის ისევ ეკრანის ზედა მარჯვენა კუთხეში ვნახულობთ მეორე ღილაკს, ორი ურთიერთმიმართული ისრებით და ვირჩევთ სასურველ კამერას.

აქ თქვენ დაგხვდებათ ცხრა სხვადასხვა ვარიანტი. აირჩიეთ ასურველი. ამის შემდეგ პროგრამა წინა ფანჯარაზე დაგაბრუნებთ. უბრალოდ შეეხეთ თითით ეკრანს და დაიწყება ვიდეოს გადაღება. აპლიკაცია Vine-ის პრინციპით მუშაობს, ანუ თითის დააჭერით იწყება გადაღება, აშვებით პაუზდება და ისევ დაჭერით შესაძლებელია გადაღების გაგრძელება ახალი კადრით და ეს რამდენჯერაც გსურთ, იმდენჯერ. სწორედ ამის შედეგად გამოდის დამონტაჟებული ვიდეოს სახით. ეს პრინციპულად მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა და ერთი ჩასუნთქვით არ გიწევთ გადაღება. პარალელურად ჩაირთვება ადრე არჩეული მუსიკალური ტრეკიც. აუშვით თითი ეკრანიდან და გადაღებული ვიდეო შეინახება აპლიკაციაში. რაც მომეწონა, ვიდეოს ბოლოში აუდიო-ტრეკი Fade Out-ით სრულდება.

დამახსოვრებული ვიდეო შეგიძლიათ შეინახოთ ტელეფონის ფოტო-ალბომში, ან გააზიაროთ სხვადასხვა სოციალურ ქსელებში.

არ დაგავიწყდეთ ავტორების დახმარება: დახარჯეთ რამდენიმე წუთი, მიმოიხილეთ აპლიკაცია App Store-ში და მიანიჭეთ ვარსკვლავები.

ჩემი საბოლოო შეფასება: ფრიად კარგად დაწერილი აპლიკაციაა, რომლითაც შეძლებთ საყვარელ ადამიანებთან ერთად ლამაზი და მუსიკალურად გაფორმებული ვიდეოს გადაღებას და განსაკუთრებული მომენტების სამუდამოდ დამახსოვრებას.

https://gemug.ge/wp-content/uploads/2014/11/captune-akhali-gasarthobi.m4v
Tags: iPhoneiTunes
Previous Post

[ეს დღე ისტორიაში] 1993 წლის 26 ნოემბერი

Next Post

[ეს დღე ისტორიაში] 1996 წლის 27 ნოემბერი

დიმიტრი გოგელია

დიმიტრი გოგელია

Apple Evangelist, Trekkie, Blogger, Dreamer, Father...

Related Posts

iPhone 14 Pro Max გახდა ყველაზე გაყიდვადი სმარტფონი მსოფლიოში
სიახლეები

iPhone 14 Pro Max გახდა ყველაზე გაყიდვადი სმარტფონი მსოფლიოში

31/05/2023
158
Apple-მა პირველად გამოაქვეყნა სტატისტიკა App Store-ის მუშაობის შესახებ
სიახლეები

Apple-მა პირველად გამოაქვეყნა სტატისტიკა App Store-ის მუშაობის შესახებ

28/05/2023
162
საფრანგეთი Apple-ს სმარტფონების შეკეთების შეზღუდვის გამო გამოძიებას იწყებს
სიახლეები

საფრანგეთი Apple-ს სმარტფონების შეკეთების შეზღუდვის გამო გამოძიებას იწყებს

16/05/2023
51
Google ზედმეტს იხდის iPhone-ებში, რომლებსაც აბარებენ  trade-in-ით Pixel Fold-ის ყიდვისას
სიახლეები

Google ზედმეტს იხდის iPhone-ებში, რომლებსაც აბარებენ trade-in-ით Pixel Fold-ის ყიდვისას

16/05/2023
90
Apple ტესტავს MacBook Pro-ს M3 Pro პროცესორით
სიახლეები

Apple ტესტავს MacBook Pro-ს M3 Pro პროცესორით

15/05/2023
45
პირველი Apple Store-ი 22 წლის წინ შეიქმნა — როგორ შექმნა სტივ ჯობსმა ტაძრები
სიახლეები

პირველი Apple Store-ი 22 წლის წინ შეიქმნა — როგორ შექმნა სტივ ჯობსმა ტაძრები

13/05/2023
38
Next Post
[ეს დღე ისტორიაში] 1996 წლის 27 ნოემბერი

[ეს დღე ისტორიაში] 1996 წლის 27 ნოემბერი

Please login to join discussion
  • KAR.GE

© 2021 GeMUG

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი

© 2021 GeMUG