მომხმარებლების მხრიდან დაფიქსირებულმა უკმაყოფილებამ, დეველოპერები აიძულა Apple-სთვის მოთხოვნა წაეყენებინათ. როგორც დეველოპერთა გაერთიანება განმარტავს, მომხმარებლები ხშირად იმედგაცრუებულნი რჩებიან, რადგან ფასიანი აპლიკაციები ხშირად გაუმართავად და არაეფექტურად მუშაობს.
როგორც წყაროებიდან შევიტყეთ, Apple ივლისის შუა რიცხვებიდან ახალ სტანდარტებს დააკმაყოფილებს — აპლიკაციის გაშვებამდე ტესტირება სავალდებულო გახდება. [The Verge]