GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
No Result
View All Result

ეპლის ლოგოს ისტორია

IC by IC
19/03/2011
in სიახლეები
Reading Time: 1 min read
A A
0
2.8k
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

კომპიუტერულ სამყაროში ეპლის შესახებ არაერთი მითი და ლეგენდა ცოცხლობს. მათ შორის რამოდენიმე ეპლის ლოგოს შესახებაც არის. ყველაზე უფრო გავრცელებული ვერსიებია, რომ ეპლმა და სტივ ჯობსმა მოკბეჩილი ვაშლი  მიუძღვნეს ალან ტიურინგს, ინგლისელ მათემატიკოსს და კომპიუტერული მეცნიერების ერთ-ერთ ფუძემდებელს, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით, კალიუმის ციანიდიანი ვაშლის ერთი ლუკმით დაამთავრა.  მეორე ვერსია კიდევ უფრო დრამატულია, რომლის თანახმადაც ეპლის მოკბეჩილი ვაშლი ბიბლიური ვაშლია, რომლითაც ევამ ადამი აცდუნა. სინამდვილეში კი ლოგოს ისტორია საკმაოდ განსხვავებულია მითებისგან. ეპლის მეორე და საბოლოო ლოგოს, მოკბეჩილი ვაშლის დიზაინერი რობ ჯენოფი Reverttosaved-თან ინტერვიუში იხსენებს ლეგენდარულ ლოგოზე მუშაობის საინტერესო მომენტებს. გთავაზობთ რამოდენიმე ამონარიდს ინტერვიუდან:

ჩემი აზრით კარგ  ლოგოს უნდა შეეძლოს კომუნიკაცია. არამგონია არანორმალური შრომა სჭირდებოდეს იმის შექმნას, რისი გამოხატვაც გინდა ვიზუალურად.

ჩემი ოქროს წესია –  როცა ეჭვებში ხარ, მიატოვე სამუშაო

ეპლის ლოგო შემდეგნაირად შეიქმნა  – მე მოვათავსე რამოდენიმე ვაშლი ჯამში და ერთი კვირის განმავლობაში უბრალოდ ვხატავდი, რათა დამეჭირა უბრალო დიზაინის ფორმა.

რაც შეეხება ფერებს ლოგოზე, მათ არანაირი კავშირი არ აქვთ არც გეი-პრაიდის დროშის ფერებთან, ისევე როგორც ნაკბეჩს ადამის ცდუნებასთან. მე მქონდა ერთდაერთი დავალება, ლოგო არ უნდა გამეკეთებინა ძალიან საყვარელი.  ფერები აღნიშნავენ იმას, რომ მხოლოდ ეპლს ჰქონდა მაშინ ფერადი გამოსახულების მქონე კომპიუტერები. ნაკბეჩი კი ნიშნავს ცოდნასთან ზიარებას. (ეპლის პირველი ლოგოც ხომ ცოდნას და აღმოჩენას განასახიერებდა, რომელზეც ნიუტონს თავში ვაშლი ეცემა)

ეს კი ეპლის პირველი ლოგო, რომელიც ეპლის მესამე დამაარსებელმა, რონ ვეინმა შექმნა და რომელმაც თავისი წილი სტივ ჯობსის მამის გარაჟში დაარსებულ კომპანიაში 800 დოლარად გაჰყიდა სტივ ჯობსზე და სტივ ვოზნიაკზე.

ინტერვიუს სრულად ნახვისთვის მიჰყევით ბმულს.

Tags: Mac
Previous Post

მაკის წილი მსოფლიო ბაზრებზე

Next Post

ჯონი აივი ეპლიდან წასვლას არ აპირებს

IC

IC

Related Posts

iPhone 17 Pro Max-ს შეიძლება რეალურად ეწოდოს iPhone 17 Ultra
სიახლეები

iPhone 17 Pro Max-ს შეიძლება რეალურად ეწოდოს iPhone 17 Ultra

15/03/2025
2.5k
ტრამპის თქმით, Apple-ი წარმოებას მექსიკიდან აშშ-ში გადაიტანს
სიახლეები

ტრამპის თქმით, Apple-ი წარმოებას მექსიკიდან აშშ-ში გადაიტანს

22/02/2025
155
Apple-მა M5 პროცესორების მასობრივი წარმოება დაიწყო
სიახლეები

Apple-მა M5 პროცესორების მასობრივი წარმოება დაიწყო

06/02/2025
121
რას ველოდებით iPhone 17-ში, ანალიტიკოსების შეფასება
სიახლეები

რას ველოდებით iPhone 17-ში, ანალიტიკოსების შეფასება

31/01/2025
660
iPhone 18 Pro-ს ექნება ცვლადი დიაფრაგმის კამერა
სიახლეები

iPhone 18 Pro-ს ექნება ცვლადი დიაფრაგმის კამერა

09/11/2024
497
Apple-მა გამოაქვეყნა 250 ახალი ფუნქცია რომელსაც iOS 18-ში მივიღებთ
სიახლეები

Apple-მა გამოაქვეყნა 250 ახალი ფუნქცია რომელსაც iOS 18-ში მივიღებთ

12/09/2024
781
Next Post
ჯონი აივის დიზაინის 12 საიდუმლო

ჯონი აივი ეპლიდან წასვლას არ აპირებს

Please login to join discussion

© 2021 GeMUG

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი

© 2021 GeMUG