დღეს სან ფრანცისკოში გამართულ სპეციალურ ღონისძიებაზე ეპლმა iPad 2 წარმოადგინა, რომლის პრეზენტაციაც ხანგრძლივ შვებულებაში მყოფმა სტივ ჯობსმა პირადად გააკეთა. ახალი აიპედი წინამორბედზე 33%-ით უფრო თხელია, აქვს ახალი, ორბირთვიანი A5 ჩიპი, 2 კამერა ვიდეო-ზარებისთვის და აქვს 2 ფერი – ტრადიციული შავი ვერცხლისფერით და თეთრი. ბატარეის ხანგრძლივობა ისევ 10 საათი დარჩა. რაც მთავარია, ფასი ახალ მოდელებზე არ შეცვლილა და ღირს იგივე, რაც პირველი აიპედის მოდელები. შესაბამისად, ახალი აიპედი იქნება ორი სახის, როგორც მისი პირველი მოდელი, Wi-Fi-ით და Wi-Fi+3G, რომლითაც შესაძლებელი იქნება მობილური ინტერნეტის გამოყენება ყველგან, სადაც მობილური ქსელი მუშაობს. ახალ აიპედებთან ერთად ეპლმა ასევე წარმოადგინა ახალი აქსესუარები და iOS 4.3 რამოდენიმე ახალი თვისებით. ერთ-ერთი მათგანი, Personal Hotspot საშუალებს იძლევა აიფონზე მიღებული მობილური ინტერნეტი გაზიარდეს რამოდენიმე კომპიუტერს შორის.
ამერიკაში iPad 2 გაყიდვაში გამოდის 11 მარტს, პარალელურად iOS 4.3 თან ერთად, ხოლო ევროპის ქვეყნებში 25 მარტს.
ფასები:
wi-fi, თეთრი/შავი
16 GB -499$
32 GB – 599$
64 GB – 699$
wi-fi+3G, თეთრი/შავი
16 GB – 629$
32 GB – 729$
64 GB – 829$
ეს ფასები აქტუალურია მხოლოდ ამერიკის ტერიტორიაზე. ევროპული და მსოფლიოს სხვა ქვეყნების ფასები მოგვიანებით გახდება ცნობილი.