GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი
No Result
View All Result
GeMUG
No Result
View All Result

Google-ის და Motorola-ს შერწყმის შედეგად Android დახურული გახდება

დიმიტრი გოგელია by დიმიტრი გოგელია
28/02/2012
in სიახლეები
Reading Time: 1 min read
A A
0
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ისეთი დონის კომპანიის ხელმძღვანელის სიტყვების იგნორირება, როგორიც გახლავთ HP-ის მეთაური, საკმაოდ რთულია. ამასწინათ მეგ უიტმენმა განაცხადა, რომ კორპორაცია Google-ის მიერ Motorola Mobility-ს შეძენის ფაქტი საფრთხეს უქმნის Android-ის პლათფორმის გახსნილობას. „დარგს სჭირდება სხვა საოპერაციო სისტემა“, — განაცხადა მან. რათქმაუნდა ამ საპატიო ადგილს ის უთმობს HP-ის პლათფორმას webOS-ს.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ, HP-ის ხელმძღვანელის აზრის იგნორირება არ შეიძლება, თუმცა ფრიად უცნაურად ჟღერს. გაუგებარია, რატომ შეიძლება გამოიწვიოს Motorola-ს მობილური განყოფილების შეძენამ Android-ის საწყისი კოდის დახურვა. Google არ გარისკავს და არ დაკარგავს თავისი პლათფრომის მთავარ კონკურენტუნარიან უპირატესობას.

თუმცა, მოდით დავუშვათ ერთი წუთით, რომ მეგ უიტმენი არ ცდება და მისი წინასწარმეტყველება ახდება. თუ კორპორაცია დახურავს საწყის კოდს (ტექნიკურად ეს შესაძლებელია, მაგრამ მხოლოდ იმ ნაწილზე, რომელიც Apache-ს ლიცენზიით ვრცელდება), ის ვერ შეძლებს Open Handset Alliance-თან და აგრეთვე მოწყობილობებისა და აპლიკაციების მწარმოებლებთან წარმოშობილი პრობლემების გადაწყვეტას. საკითხი სხვაგვარად უნდა დავაყენოთ: რას მისცემს ეს Google-ს? Android-ის დახურვას აზრი მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს, თუ აპირებ აპარატურული მოწყობილობების მწამრობლებისაგან სალიცენზიო მოსაკრებელის აღებას. ყველა სხვა ვარიანტი ითვალისწინებს უფრო რბილ სცენარს — მაგალითად, ზოგიერთი მწარმოებლისათვის ახალ ვერსიაზე ადრულ წვდომას. თუ გავითვალიწინებთ პლათფორმის პოპულარობას, მის კომერციულ რელსებზე გადაყვანის ალბათობის სრული გამორიცხვა არ შეიძლება.

ამ შემთხვევაში ალტერნატიულ პროდუქტებს ნამდვილად უჩნდებათ შანსი სერიოზულად შეუტიონ Android-ს. Palm-ში შექმნილი და HP-ის მიერ ნაყიდი webOS გახდება ლიდერობის ახალი კანდიდატი. ნუ დავუკავშირებთ ერთმანეთს HP-ის ტაბლეტის კომერციულ წარუმატებლობას ამ საოპერაციო სისტემას. ავისმსურველნიც კი აღიარებენ მის მაღალ ხარისხს. თუ გავითვალიწინებთ იმას, რომ HP-მ კურსი აიღო პლათფრომის საწყისი კოდის გახსნაზე, ყველაფერი შესაძლოა, რომ გამოვიდეს. რატომაც არა? მას შემდეგ, რაც Nokia-მ უარი განაცხადა საკუთარი პლათფორმის განვითარებაზე, სერიოზული კონკურენტები webOS-ს ბევრი არ დარჩა.

მაგრამ გაუგებარია, რაში სჭრიდება ეს Google-ს? კორპორაცია ფულს შოულობს არა პროგრამულ უზრუნველყოფაზე, არამედ სერვისებზე და ფრიად სათუოა, რომ პოტენციურმა სალიცენზიო მოსაკრებელმა მოხიბლოს საძიებო გიგანტის ხელმძღვანელობა. სახეზეა აკშარა შეუსაბამობა, შესაბამისად საწყისი მოსაზრება არასწორია.

მე მგონია, რომ ყველაფერი გაცილებით უფრო ადვილია და ქართული ანდაზის სიტუაციაა აქ: მელას რაც ესიზმრებოდაო, ის ელანდებოდაო. HP-ის ხელმძღვანელობა ცდილობს „გაქაჩოს“ თავისი პროდუქტი ისეთივე კონკურენტული უპირატესობით, რაც მთავარ კონკურენტს აქვს.

რაც შეეხება Motorola Mobility-ს შეძენას, მისი მიზეზები ცხადია. Google ზრდის თავის საპატენტო ნაკრებს საკუთარი გადაწყვეტილებების დასაცავად სასამართლო დავებისაგან ბაზრის სხვა მონაწილეებისაგან. გასული და მიმდინარე წლის საპატენტო ომები ამას ცხადყოფს.

წყარო: computerworld.com

Previous Post

PocketBook 912 Pro — განხილვა

Next Post

Apple გვიწვევს ახალი iPad-ის პრეზენტაციაზე

დიმიტრი გოგელია

დიმიტრი გოგელია

Apple Evangelist, Trekkie, Blogger, Dreamer, Father...

Related Posts

iPhone 14 Pro-ს მინიმალური მეხსიერება 256GB იქნება
სიახლეები

iPhone 14 Pro-ს მინიმალური მეხსიერება 256GB იქნება

11/08/2022
0
როდის გამოვა iPhone 14 და რა ეღირება?
სიახლეები

როდის გამოვა iPhone 14 და რა ეღირება?

08/08/2022
0
Apple-ი Android-ის მომხმარებლებს iPhone-ზე გადასვლას უმარტივებს (ვიდეო)
სიახლეები

Apple-ი Android-ის მომხმარებლებს iPhone-ზე გადასვლას უმარტივებს (ვიდეო)

01/08/2022
0
Apple-მა გამოაქვეყნა მესამე ფინანსური კვარტლის შედეგები
სიახლეები

Apple-მა გამოაქვეყნა მესამე ფინანსური კვარტლის შედეგები

29/07/2022
0
რას ნიშნავს ეს შეტყობინება და როგორ უნდა მოვაგვაროთ
სიახლეები

რას ნიშნავს ეს შეტყობინება და როგორ უნდა მოვაგვაროთ

27/07/2022
0
Apple-მა ავტომობილთან დაკავშირებით 248 პატენტზე განაცხადა
სიახლეები

Apple-მა ავტომობილთან დაკავშირებით 248 პატენტზე განაცხადა

26/07/2022
0
Next Post
Apple გვიწვევს ახალი iPad-ის პრეზენტაციაზე

Apple გვიწვევს ახალი iPad-ის პრეზენტაციაზე

Please login to join discussion
  • KAR.GE

© 2021 GeMUG

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სიახლეები
  • მიმოხილვა
  • ხრიკები
  • პოდკასტი

© 2021 GeMUG